როდესაც სახლში საყვარელი ოთხფეხა მეგობარი ცხოვრობს, მასთან ერთად სახალისო სელფების გადაღება, უდავოდ, ცდუნებაა. თუმცა, ამ პატარა ცხოველების გაჩერება და მათი მზერის პირდაპირ კამერისკენ მიპყრობა საკმაოდ რთული საქმეა. Pedigree-მ გადაწყვიტა ძაღლების პატრონებისთვის ეს პრობლემა მარტივი, ორიგინალური, ამასთან ეფექტური გზით მოეგვარებინა. ახალი პროდუქტის შექმნის იდეა სელფის ჯოხიდან მოდის. ბრენდმა ტელეფონზე დასამაგრებელი მოწყობილობა მოამზადა, რომელიც ძაღლის საკვებს იჭერს და შინაური ცხოველის ყურადღებას მაშინვე იპყრობს, რაც საბოლოო ჯამში, მშვენიერი სელფის გადაღების საშუალებას იძლევა. Pedigree-მ აპლიკაციაც გამოუშვა, რომელსაც სურათის გადაღების სხვადასხვანაირი, სახალისო ფორმატი აქვს. სიახლისთვის სარეკლამო პოსტერების მომზადებაზე სააგენტო BBDO-მ იმუშავა.
Pedigree-ის მარტივი მოწყობილობა ძაღლთან ერთად იდეალური სელფის გადასაღებად
