in

ომი, ძაღლი და ნამდვილი ჯენტლმენები – რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული არაჩვეულებრივი ისტორია Pedigree–ისგან

ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ ჯორჯ ვაშინგტონი, გარდა იმისა, რომ საოცარი პიროვნება იყო, ასევე ცხოველების დიდი მოყვარული გახლდათ, განსაკუთრებით კი ძაღლების. სწორედ მასთან დაკავშირებული ერთი ძაღლის ამბავი გახდა Pedigree–ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი თემა. ბრენდმა, სააგენტო BBDO–ს დახმარებით, 1777 წლის 4 ოქტომბრის ბრძოლა Germantown–თან 2 წუთიან რგოლში გააცოცხლა, თან ისე, Universal-ის მიერ შექმნილ რომელიმე ფილმს რომ არაფრით ჩამოუვარდება. ისტორია საკმაოდ თბილი და გულისამაჩუყებელია, ბრძოლის დროს ვაშინგტონს ჯარისკაცებმა პატარა შეშინებული ძაღლი მოუყვანეს. აღმოჩნდა, რომ ის მოწინააღმდეგის, გენერალ უილიამ ჰოუის საყვარელი ოთხფეხა მეგობარი ყოფილა. ვაშინგტონმა, მიუხედავად მრჩევლების დაჟინებული მოთხოვნისა, ძაღლის მოშორებასთან დაკავშირებით, მოულოდნელი სტუმარი პატრონს დიდი პატივით დაუბრუნა, თან ჰოუის წერილიც გაუგზავნა, რომელიც დღემდე ინახება კონგრესის ბიბლიოთეკაში.

BOG

“General Washington’s compliments to General Howe, does himself the pleasure to return [to] him a Dog, which accidentally fell into his hands, and by the inscription on the Collar appears to belong to General Howe,” – ამ ორ წინადადებასთან ერთად, ვაშინგტონმა ღირსეულად აღიარა დამარცხება, ხოლო გენერალმა ჰოუიმ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ჭეშმარიტი ჯენტლმენის ქმედებად შეაფასა.

https://www.youtube.com/watch?v=L3QiBLndU-k

კადრები ქრება, ხმები კი არსად იკარგება! – დახმარება, რომელიც ომის ვეტერანებს სჭირდებათ

როგორ დავიწყოთ წარმატებული ფერმერული საქმიანობა – ქართული ჩაის ბრენდ “კონას” შექმნის ისტორია