in

#რასშეჭამდი? – ბურგერების მოყვარულებს Burger ‘N Shake-ში გელიან

#რასშეჭამდი?! – ეს ფრაზა ხშირად გვესმის, როცა რაიმე ნამდვილად გემრიელისა და ხარისხიანის ძიებას ვიწყებთ. ცოტა ხნის წინ, თბილისს ბურგერების რესტორანი შეემატა. Pekini Arches – “პეკინის თაღები” სამი განსხვავებული კონცეფციის, დიზაინისა და სტილის რესტორანს აერთიანებს. ისტორიული შენობის თაღოვანი იერსახე მოხდენილად ერწყმის თანამედროვე დიზაინის ელემენტებს. განსხვავებულ სარესტორნო სივრცეს ხიბლს სპეციალურად შედგენილი კერძები მატებს. თანამედროვე ამერიკული სტილის რესტორანი გურმანებს ბურგერების საუკეთესო გემოს დაახვედრებს.

რას შეჭამდი? – ამ ფრაზას ყველაზე ხშირად გაიგონებთ რესტორან “Burger ‘N Shake-ში”, სადაც ბურგერების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, შეიკები და კოქტეილები დაგხვდებათ. მენიუს მთავარი ხიბლი მრავალფეროვანი სახის ბურგერია, რომლებიც ჯანსაღი პროდუქტებით მზადდება: სმეშ ბურგერი, ქათმის ბურგერი, სამი ყველის, საფირმო, 300 გრამიანი, ვეჯი ბურგერი და სხვა. აგრეთვე, ყველასთვის და განსაკუთრებით კი პატარებისთვის საყვარელ შეიკებს: Oreo shake, Snickers shake, Kit-Kat shake და სხვა გემრიელობებს.

შესაძლებელია, რომ ბურგერი ჯანსაღი პროდუქტებით დამზადდეს? Burger ‘N Shake-ში გვიყვებიან, რომ ხორცი აუცილებლად ახალი და გაუყინავი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ, ისინი პროდუქტს ყოველდღიურად სანდო მომწოდებლისგან იღებენ, რომელსაც თავის მხრივ, სარეალიზაციოდ მხოლოდ ახალი და ქართული ხორცი მოაქვს. შემდეგ მას მზარეული შესაბამისად ამუშავებს და ტოვებს იმდენ ცხიმს, რამდენიც ნუტრიციოლოგებისგან არის რეკომენდებული.

„პომიდორი, კიტრი და სალათის ფურცელი ყოველდღიურად ახალი შემოგვაქვს. ვიცით, რა გზას გაივლის ეს პროდუქტები, სანამ ჩვენამდე მოვა, ვიცით, რომ ისინი ქართველმა ფერმერებმა აწარმოეს და ბაზარზე გაყინული და ყველა სასარგებლო თვისებადაკარგული არ შემოსულა, ამიტომ თამამად ვიყენებთ ჩვენს ჯანსაღ ბურგერებში“, – გვითხრეს Burger ‘N Shake-ში.

ბურგერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტია პური, რომლის გემოვნურ თვისებებზეა დამოკიდებული, საბოლოოდ, რა შეფასებას მიიღებს პროდუქტი. ჯანსაღი ბურგერის მისაღებად რეკომენდებულია, მისი პური რაფინირებული მარცვლეულისგან არ იყოს დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთა ხორბლის ფქვილისგან გამოცხვეს, ამიტომ ფქვილის შეძენისას ყოველთვის აკვირდებიან მწარმოებელ ქვეყანასა და შემადგენლობას.

ამიერიდან ბურგერის მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა, სრულიად ახალ ადგილას, სრულიად ახლებური, ჯანსაღი და გემრიელი ბურგერი დააგემოვნონ. “პეკინის თაღები” უკვე მზადაა სტუმრების მისაღებად!

[R]

თვალის შეუმჩნეველი მოძრაობები სამყაროს აღქმაში გვეხმარება

როგორ იქმნება პლანეტები ბინარულ სისტემებში?