in

როგორ იქმნება ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია? – ინტერვიუ Pellenc-ის წარმომადგენელთან

Pellenc ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და ტექნიკის მწარმოებელი ფრანგული კომპანიაა. მან 50 წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნა არაერთი ინსტრუმენტი, რომლებიც ბევრი ფერმერის შეუცვლელ და საიმედო პარტნიორად იქცა. მძლავრი, მსუბუქი, მარტივად სამართავი, კომპაქტური, ერგონომიული და ეკონომიური – ეს ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც Pellenc-ის ელექტრო ხელსაწყოებს სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრენდის მიერ წარმოებული ინოვაციური ვენახის კომბაინი Pellenc Grapes’ Line.

როგორ ქმნის Pellenc ინოვაციურ პროდუქტებს, რა არის კომპანიის მთავარი მისია და რატომაა აუცილებელი აგრომეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა? – ამ და სხვა თემების გარშემო კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ექსპორტის მენეჯერი, ზოლტან სომბათი საუბრობს.

როგორია Pellenc-ის მოკლე ისტორია და რა მთავარ პროდუქტებს აწარმოებს კომპანია დღეს?

Pellenc-ის ისტორია 1973 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს გამოუშვა როჯერ პელენკმა, რომლის სახელსაც ატარებს დღეს კომპანია, პირველი ჰიდრავლიკური სასხლავი მაკრატელი. დროთა განმავლობაში მის მიერ წარმოებული ელექტრო ხელსაწყოები დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა. დღეს Pellenc აწარმოებს პროფესიონალურ ელექტრო ხელსაწყოებს Li-on-ის ელემენტებით, რომლებიც ვენახისა და ბაღებისთვისაა განკუთვნილი. კომპანია, ასევე, ქმნის სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის ამღებ ტექნიკას, შედარებით ახალი მიმართულებებია ნუშისა და ზეთისხილის კომბაინები, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვენახის კომბაინები და ღვინის საწარმოო ინვენტარი, რომელთა მიზანიც ვაზის მოვლა, მოსავლის აღების მექანიზაცია და ღვინის საწარმოო პროცესის ავტომატიზაციაა.

როგორია ინოვაციური ელექტრო ხელსაწყოების შექმნის პროცესი?

Pellenc-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია და ისეთი პროდუქტების წარმოებაა, რომლებიც მომხმარებლებს პროფესიულ ცხოვრებას გაუმარტივებს. იმისათვის, რომ ამგვარი პროდუქტები შეიქმნას, პირველ რიგში, აუცილებელია ფერმერებისგან უკუკავშირის მიღება და მისი გათვალისწინება. მომხმარებელთა აზრის გაგების შემდეგ, Pellenc-ის ინჟინერთა გუნდი მათი მოთხოვნების დამუშავებას იწყებს და ამის საფუძველზე ქმნის პროტოტიპებს. პირველად ნიმუშებს სამუშაო პროცესში ვცდით, ხარვეზების შემთხვევაში ვასწორებთ მათ და შემდეგ საბოლოო პროდუქტს ვაწარმოებთ.

კარგად ვიცით, რომ Pellenc-ის ერთ-ერთი მიზანი მდგრადი აგრომეურნეობის ხელშეწყობაა. რატომ მიგაჩნიათ ეს მნიშვნელოვნად?

შეგვიძლია საქართველოს მაგალითზე ვიმსჯელოთ. თქვენს ქვეყანას მევენახეობისა და, ზოგადად, აგრომეურნეობის ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. ის დღესაც აქტიურად ვითარდება, უფრო პოპულარული ხდება ღვინის ტურიზმიც, რასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოაქვს. იმისათვის, რომ ეს ტრადიცია დიდხანს გაგრძელდეს და გადაეცეს მომავალ თაობებს, აუცილებელია, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი აგრომეურნეობაში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები?

დღეს ახალგაზრდებს აღარ სურთ ფიზიკურად მუშაობა, იმ ადამიანთა მოძიებაც, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოს შეასრულებენ, სულ უფრო რთულდება. აგრომეურნეობის მომავალი პროცესების მექანიზაციაა და ამას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ აუცილებელია ფერმერებს მივაწოდოთ თანამედროვე პროდუქტები, რისი მეშვეობითაც ისინი გაიმარტივებენ სამუშაო პროცესს. შედეგად, შესაძლებელი გახდება დაზოგილი დრო და ძალისხმევა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართონ.
<ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ახალი ტექნოლოგია დაინერგება აგრომეურნეობაში, მით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ სექტორით.

თქვენი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „აგროსფეროა“. როგორ შეაფასებთ კომპანიასთან თანამშრომლობას?

Pellenc „აგროსფეროსთან“ 2016 წლიდან თანამშრომლობს და მას შემდეგ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ერთად. აგრომეურნეობა და განსაკუთრებით მევენახეობა საქართველოში ჯერ კიდევ ემყარება წარსულ, საბჭოთა პრაქტიკებს, რაც ვერაფრით მოვა თანხვედრაში ინოვაციურ გადაწყვეტებთან. ვფიქრობ, „აგროსფეროსა“ და Pellenc-ის 7 წლიანი თანამშრომლობის შედეგად, შევძელით ბევრი მევენახისა და, ზოგადად, ფერმერის დარწმუნება ცვლილებებისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოყენების აუცილებლობაში. ვფიქრობ, ეს ადამიანები დღეს უკვე იმკიან ამ ინვესტიციის ნაყოფს.

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების 99% მოლეკულების ვიბრაციით გაანადგურეს!

თიკო მაღრაძე – #პირველისამსახური