in

უკრაინის სოლიდარობის გამოსახატავად დამზადებული პელმენები

Culver City, ჩინური რესტორანი ე.წ. „თავისუფლების პელმენებს” ყიდის ლურჯ და ყვითელ, უკრაინის დროშის ფერებში. დასავლეთ ჰოლივუდში ცნობილი კოქტეილის ბარი კი იყენებს უკრაინულ არაყს, თავისი ერთ-ერთი პოპულარული კოქტეილის დასამზადებლად. კალიფორნიაში რამდენიმე მცხობელმა კი გადაწყვიტა, უკრაინული ნივრის პურები (pampushka) გამოეცხო – ეს ყველაფერი ამერიკელი კულინარებისა და მცხობელების სოლიდარობის გამოხატულებაა მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთის აგრესიას განიცდის.

BOG
BOG

აღნიშნული მენიუდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა World Central Kitchen. ეს უკანასკნელი ცხელ კერძებს სთავაზობს უკრაინელ ლტოლვილებს სასაზღვრო პუნქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ შეგროვებული თანხები ძალიან ბევრი არ გამოდის, შეფები, ბარმენები და მცხობელები ამით თავიანთ შეტყობინებას უგზავნიან უკრაინელ ხალხს.

„ჩვენ პატარა ბარი ვართ ლოს ანჯელესში, მაგრამ გვინდოდა უკრაინელებს სცოდნოდათ, რომ ჩვენ აქ ვართ მათ მხარდასაჭერად, რაც არ უნდა მოხდეს“, – თქვა ტომ სოპიტმა, Employees Only in West Hollywood-ის მმართველმა დირექტორმა.

დახმარების ეს ღონისძიებები კამპანია Cook for Ukraine-ის ნაწილია, რომელიც ლონდონელმა მზარეულებმა, რუსმა ალისა ტიმოშკინამ და უკრაინელმა ოლია ჰერკულესმა დაიწყეს. კვების მრეწველობის მუშაკები კალიფორნიაში ამბობენ, რომ გასულ კვირებში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და სისასტიკემ მათ უსუსურობის განცდა დაუტოვა, ამიტომ მათ მიმართეს მეთოდს, რომელიც მათთვის ყველაზე ახლოსაა და კარგად გამოსდით – ეს არის ხალხის კვება.

ჩინელმა მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ტრანზისტორი შექმნეს

მუსიკის მოსმენა შფოთვას ამცირებს — კვლევა