in

სკულპტურები ფანქრის გულისგან – ალექსანდრე კობეშავიძის „ფანქArt“

Startauperi
Startauperi

მუშაობის პროცესში შეიძლება უამრავი იდეა მოგივიდეს, ან ხელი გაგექცეს ხელოვნების ახალი ფორმებისკენ. ასე იყო ხატვის მოყვარული ალექსანდრე კობეშავიძის შემთხვევაშიც. ფანქრის წვერს საკანცელარიო დანით თლიდა, ნერვულად შეჰყვა საქმეს და მიღებული შედეგი კონკრეტულ ფიგურას მიამსგავსა. გვიყვება, რომ ასე მივიდა იდეამდე, მოეძებნა მსგავსი მიმართულებით მომუშავე არტისტები, მსოფლიოს მასშტაბით. ამ გზით კი, გრაფიტის ფიგურების მთელი სამყარო აღმოაჩინა. ეს იყო 3 წლის წინ, ერთი თვის წინ კი ალექსანდრემ იდეის სტარტაპად ქცევა გადაწყვიტა და შექმნა ფეისბუკ გვერდი საკუთარი „ფანქArtისთვის“.

გვერდის საშუალებით შესაძლებელია, როგორც არსებული ნიმუშების შეძენა, ასევე, საკუთარი ფორმის შერჩევა/შეკვეთა. ალექსანდრეს ერთთვიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს შეიძლება იყოს კომპანიის ლოგოც. გარდა ამისა, „ფანქArtს“ აქვს სერიები, რომლებიც მუსიკალური ინსტრუმენტებისა თუ ფილმის გმირების სკულპტურების ნაკრებს წარმოადგენს.

M: როგორ არჩევ ნამუშევრის თემატიკას? არის, თუ არა ეს პროცესი სპონტანური? 
რიგ შემთხვევაში არის სპონტანური, ხანდახან, წინასწარ დაგეგმილი მაქვს ხოლმე. ზოგჯერ, უბრალოდ ავიღებ ფანქარს და რაღაც ფიგურა რომ გამოდის, მერე გზადაგზა ვწყვეტ საით წავიყვანო. ხან, მეტად მომწონს ხოლმე მუშაობა, როცა ბევრი დეტალით თუ არის დახუნძლული ნამუშევარი და ვარჩევ ისეთ ფიგურებს, რომლებიც ფანქრის სტრუქტურას ერგება. ქანდაკებაზე ორგვარად მუშაობენ – მასალას ან ამატებენ, ან აკლებენ. ფანქრის გულზე დამატება, ფიზიკურად, არ გამოვა და ამიტომ, ამ ზომასა და ფორმაში რომელი ნამუშევარიც უფრო გამოვა, ისეთს ვარჩევ.

მართვით განცდილი ბედნიერება

საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის თბილისმა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა