ეს ამბავიც ერთ მშვენიერ დღეს მოხდა,
თუმცა არც ისე დიდი ხნით ადრე,
სულ რაღაც, 146 წლის წინ…
უილიამი დალაქი გახლდათ,
აი, ის, პენჰალიგონის სახელით რომ იცნობდნენ.
ერთხელაც, კორნუოლის ზღვა მიატოვა,
მატარებელში მოკალათდა და
არ გასულა დიდი დრო,
ჯერმინის ქუჩაზე სადალაქოს აბრა გამოკიდა,
ზედ თავისი სახელი წააწერა.
Sports Car Club
სიჩქარის ხმა შეუდარებელია,
მწვანე მრბოლელი გზაზე მისრიალებს,
გული ვერ მითმენს, გაზზე ფეხს ვაჭერ,
სიჩქარე მძლავრად და ბინძურად ხრიალებს.
მოგების სურვილი იმდენად დიდია,
ფირნიშის დროშების ფრიალსღა ვხედავ,
გულშემატკივრები ხმით მეგებებიან,
და სიჩქარეს უფრო თამამად ვბედავ.
შეუდარებელია რბოლის დღეც,
თმა ქარით მევსება, სახე – სიხარულით,
მაინც, რა ლამაზია გზაზე მრბოლელი,
მწვანით შემოსილი და ელეგანტური.
აქ პაჩულის მთელი ძალაა თავმოყრილი – მაღალი სიჩქარის დამაელექტროებელი სიხალასით.
თან მომენტალურად რომ გაიელვებს…
ფლაკონის გახსნისას უეცრად აჩქარდება და გარეთ გამოქრიალდება ხოლმე ვარდისფერი წიწაკისა და ევკალიპტის არომატები. მერქნის მსუბუქი ნოტები ნიავივით დაყვება არომატის ელექტრულ ტალღებს:
კვიპაროსი ტენიან და ქაფურ ტონებს არალიის ხის ტონი მოსდევს და სასიამოვნო სისუფთავით, თაფლისა და მშვიდი ნოტებით იჟღინთება.
პაჩული, ხავსისა და ტყის ნოტებით იფრქვევა და სურნელს აძლიერებს.
ბრწყინვალებისა და სიამოვნებისთვის შექმნილი Sports Car Club მიმზიდველობით სავსე კლასიკაა.
ის მწვანე და არომატული ელეგანტურობით მარადიულ ნოსტალგიას აღძრავს და იმ დროს გვახსენებს, როცა დრო უფრო ნელა მიედინებოდა.
არომატული თაიგული მოიცავს:
ვარდისფერი წიწაკის მარცვლებს,
ევკალიპტს, კვიპაროსს,
არალიის ხეს,
პაჩულის,
ამბროქსიდსა და მუსკუსს
PENHALIGON’S-ის ბრენდი წარმოდგენილია პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაში“.
თარგმანი: თამარ მეფარიშვილი