14
ივლ
2017

ფალოსი მატარებლის სავარძელზე, მამაკაცების საჯდომები – მონიტორებზე! კამპანია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

14 ივლ 2017

ანონიმურმა მოძრაობამ, მექსიკაში, გადაწყვიტა, რომ უჩვეულო გზით მიეპყრო საზოგადოების ყურადღება სექსუალურ ძალადობაზე და დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელებში სოციალური კამპანიის 2 ნაწილი შემოგვთავაზა:
მატარებლის დასაჯდომ ადგილზე დაამონტაჟა მამაკაცის ტორსი, ფალოსით. კამპანიის – Experimento Asiento’ – „სკამის ექსპერიმენტი“ – მიზანი იყო, რომ შეექმნა ისეთი სკამი, რომელზე დაჯდომაც არაკომფორტული და უხერხული იქნებოდა, თუმცა ეს არაფერია იმ შეურაცხმყოფელ და უსიამოვნო განცდებთან შედარებით, რასაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბევრი მექსიკელი ქალი ყოველდღე აწყდება. ვიდეოში ჩანს, რომ კამპანიამ მგზავრების გაღიზიანება, უკმაყოფილება და დაბნევა გამოიწვია.

BOG PLUS

 

კამპანიის ფარგლებში, მეორე ექსპერიმენტის – ‘Experimento Pantallas’ – „ეკრანის ექსპერიმენტი“ – ფარგლებში, მეტროში, მოულოდნელად სამი იქვე მდგომი მამაკაცის საჯდომი გამოჩნდა პლატფორმის სატელევიზიო ეკრანებზე იმ დაუცველობის საჩვენებლად, რომელიც ადამიანებს ეუფლებათ მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ მათ აკვირდებიან. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სექსუალური ძალადობის თემაზე ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპია მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

განხილვა