კომპანია Penny, თავისი რეკლამებით, ხშირად საზოგადოების წინაშე არსებულ, აქტუალურ პრობლემებს ეხება. მაგალითად, გასულ წლის The Wish-ის რეკლამა პანდემიასთან დაკავშირებულ სინანულსა და მწუხარებას შეეხო (მან Cannes Lions-ზეც კი მოიპოვა გრან-პრი, Film Craft-ის კატეგორიაში).
ახლა კი Serviceplan Campaign-თან თანამშრომლობით, ახალი ვიდეორგოლი შემოგვთავაზა — ის ცხოვრების კრიზისს, თაობათა განცალკევებას, კლიმატის ცვლილებს, რასიზმს, რუსეთ-უკრაინის ომსა და პოსტპანდემიური შიშებს ეფუძნება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს 2022 წლის ყველა უბედურების ოთხწუთიან შეჯამებას ჰგავს.