14
ნოე
2017

რა რთულიც არ უნდა იყოს დაბრკოლებები, მაინც ახალი წელია!  – დედა-შვილის ემოციური ისტორია Penny-ის ვიდეორგოლში

14 ნოე 2017

როგორც წესი, საახალწლო ვიდეორგოლები მაქსიმალურად ფერადი და მხიარულია ხოლმე, თუმცა, არა ყველა შემთხვევაში. მაგალითად, მაღაზიათა ქსელ Penny-ის ახალი რეკლამა, რომელიც ბრენდისთვის სააგენტო Serviceplan Campaign-მა მოამზადა, მხიარული სანახაობისგან საკმაოდ შორს არის. ვიდეოს მთავარ გმირს საახალწლოდ თავის შვილთან მისასვლელად  და ერთი შეხედვით უმნიშვნელო საჩუქრის გადასაცემად საკმაოდ დიდი გზისა, თუ უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი საკმაოდ დაძაბული და დამთრგუნველია, საბოლოო ჯამში დასასრული სრულიად მოულოდნელია.

 

განხილვა