in

Pensarecasa – თქვენი სახლის იდეალური ინტერიერი

„პენსარეკაზა“ – ეს არის Imab ჯგუფის ოჯახის წევრი, მონობრენდული საცალო ვაჭრობის მაღაზიების ქსელი, იდეით „ავეჯი ყველასთვის“, რომელიც დაფუძნდა 1968 წელს. გასული წლების განმავლობაში შემუშავდა და განვითარდა უნიკალური კორპორატიული მისია: კვლევის, ტექნოლოგიების, იტალიური დიზაინისა და ხელით ნაკეთობების ცოდნის კომბინირებით ავეჯის ისეთი სტილის შექმნა, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას უწყობს ხელს. კომპანია მდებარეობს ფერმინიანოში, ფლობს 12 ქარხანას იტალიის მასშტაბით და 14 მაღაზიას სხვადასხვა ქვეყანაში. ბრენდი ორიენტირებულია საცხოვრებელი სახლების შიდა დიზაინზე.

ლოგოწარმატების საიდუმლოს წარმოადგენს გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. იტალიელი დიზაინერები მუშაობენ ბრენდის კონცეფციაზე, მიჰყვებიან თანამედროვე ტენდენციებს, იკვლევენ გაყიდვების სისტემებს და ამ ყველაფერზე დაყრდნობით ქმნიან კოლექციებს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს კოლექციები „პენსარეკაზა“-ს თბილისის მაღაზიაში. მაღაზია გაიხსნა 2015 წლის მაისში და უკვე შეიძინა ერთგული და კმაყოფილი მომხმარებლები.

pensarecasa 2“პენსარეკაზა“-ს თბილისის მაღაზია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობაა, რაც იტალიური ხარისხის გარანტია. მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს „პენსარეკაზა“-ს და სხვა იტალიური ბრენდების პროდუქტებს, ავეჯს, აქსესუარებს, იატაკის მოსაპირკეთებელ მასალებს, შპალერს და სხვა დეტალებს, რომლებიც იქმნება თქვენი სახლის იდეალური ინტერიერისათვის და ასევე სთავაზობს ყიდვამდე და ყიდვის შემდგომ სერვისს. პროფესიონალი დიზაინერები დაგეხმარებიან საცხოვრებელი ფართის ინტერიერის ოპტიმალურ დაგეგმარებაში და ავეჯისა და აქსესუარების სწორად განლაგებაში.

ბრენდის დასახელება – „პენსარეკაზა“ ითარგმნება, როგორც  –  „იფიქრე სახლზე“ და გამომდინარეობს კომპანიის მთავარი მიზნიდან – მომხმარებლის ინტერიერთან დაკავშირებული ნებისმიერი სურვილი გადააქციონ რეალობად. ეს მთავარი მიზანი, უნიკალურ სერვისებსა და ფასის კომბინაციასთან ერთად წარმოადგენს ბრენდის წარმატების გარანტიას.

pensarecasa 3„პენსარეკაზა“ მომხმარებლებს სთავაზობს სამზარეულოების, საძინებლების, გარდერობების, საბავშვო ოთახების, მისაღები ოთახების და აქსესუარების ფართო არჩევანს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი ავეჯი, მაგრამ ის არ მიესადაგება თქვენი სახლის ინტერიერს , ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან ზომის, ფერისა და მასალის მოდიფიკაცია/შერჩევაში და შეკვეთის შემთხვევაში, იტალიიდან ჩამოტანასა და თქვენს სახლში მონტაჟს დასჭირდება 2 კვირიდან 2 თვემდე დრო.

კომპანია მომხმარებელს პროდუქტის მიწოდების და დაინსტალირების შემდეგ სთავაზობს გაყიდვის შემდგომ სერვისს. მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის წარმომადგენელს კითხვებით ან ინფორმაციით კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით და მიიღებს სრულ მხარდაჭერას წარმოქმნილი საკითხის მოსაგვარებლად.

პროდუქციის ფართო არჩევანის, გაყიდვის წინა და შემდგომი მომსახურების გარდა, „პენსარეკაზა“ საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს განვადების მოქნილ სისტემას, რომელიც ნივთის საფასურის ეტაპობრივი დაფარვის საშუალებას იძლევა.

pensarecasa 4„პენსარეკაზა“ წარმატებით თანამშრომლობს კორპორატიულ კლიენტებთან. „მ2“ საცხოვრებელი კომპლექსების ბინები მოწყობილია „პენსარეკაზა“-ს სამზარეულოებით. „მ2“ საცხოვრებელი კომპლექსების ბინების მფლობელებს კი კომპანია სთავაზობს ექსკლუზიურ 8%-იან ფასდაკლებას მაღაზიაში არსებულ სრულ კოლექციაზე. „პენსარეკაზა“ ასევე წარმატებით თანამშრომლობს „მეტრა დეველოპმენტ“-თან, „არქი გრუპ“-თან, „ლისი დეველოპმენტ“-თან, „სალვუს დეველოპმენტ“-თან და „აზიმუტ დეველოპმენტ“-თან, რომელთა ბინების მფლობელებსაც ასევე სთავაზობს ფასდაკლებებს.

pensarecasa 1დღეისათვის „პენსარეკაზა“-ს თბილისის მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ფასდაკლებას:

  • 50%-იანი ფასდაკლება სამზარეულოს 11 მოდელზე, რომლებიც განთავსებულია მაღაზიის შოუ რუმში;
  • 30%-იანი ფასდაკლება 19 სახეობის პროდუქტზე (სკამი, ტახტი, მაგიდა), რომლებიც განთავსებულია მაღაზიის შოუ რუმში;

2015 წლის 12 დეკემბრიდან ამოქმედდა საახალწლო კლებადი ფასდაკლების აქცია მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე. ფასდაკლება დაიწყო -20%-ით და მას ყოველ დღე აკლდება თითო პროცენტი. 31 დეკემბერს, როდესაც ფასდაკლების პროცენტი გაუტოლდება 1%-ს, „პენსარეკაზა“-ს მომხმარებელი უნდა ელოდოს დიდ სიურპრიზებს. მომხმარებლებს კლებადი ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე www.facebook.com

pensarecasaისიამოვნეთ საახალწლო ფასდაკლებებით და გადააქციეთ ფიქრები თქვენს სახლზე რეალობად – შეიძინეთ ავეჯი „პენსარეკაზა“-სგან. 2016 წლიდან კი მომხმარებელს შეეძლება ავეჯის და აქსესუარების ახალი კოლექციის შეძენა.

„პენსარეკაზა“-ს თბილისის მაღაზია გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს!

გვესტუმრეთ ჩვენს მაღაზიაში: დ. აღმაშნებელის ხეივანის მე-12 კილომეტრი, დიდი დიღმის გადასახვევთან.

[R]

ბათუმის ბულვარი განახლებული კონცეფციით

“ბებოსია” – ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები