in

Pentagram-მა Warner Bros.-ის ახალი ლოგო წარადგინა

ლოგოსთან ერთად კომპანიის ახალი შრიფტიც შეიქმნა

Pentagram-მა Warner Brothers-ის ახალი, დახვეწილი და მოდერნიზებული ლოგო წარადგინა. 1923 წლიდან მოყოლებული, ლოგო კომპანიის იდენტობის განყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც პერიოდულად იცვლებოდა და სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას იძენდა. ახლა კი მან უფრო გლუვი და “სუფთა” სახე მიიღო.

Warner Bros. ცნობილია, როგორც ინდუსტრიის პიონერი – 1927 წელს მათ შემოიღეს პირველი სინქრონული დიალოგი ფილმებში და ასევე, პასუხისმგებელნი იყვნენ რევოლუციურ მატრიცულ ფილმებზე. რებრედინგის სტრატეგიის შემუშავებისას, სწორედ ამ მემკვიდრეობას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება. Pentagram-მა სიღრმისეული კვლევა ჩაატარა პერსონალთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან, მწერლებთან, სცენარისტებთან და ასე შემდეგ…

მემკვიდრეობის მოპოვებასთან ერთად, Warner Bros. ახალი ბრენდის პოზიცისია ასეთია – “ჩვენ გვჯერა სიუჟეტის ძალის”.

“ლოგო ოპტიმიზირებულია სხვადასხვა პლატფორმებსა და მასშტაბებში გამოსაყენებლად, ციფრული სამყაროს მცირე სივრცეებიდან დაწყებული, გიგანტური ინსტალაციებით დასრულებული, როგორიცაა Warner Bros.-ს წყლის კოშკი.” – აცხადებს პენტაგრამი.

ახალი ლოგოს პარალელურად, Pentagram-მა ახალი შრიფტიც დანერგა, სახელწოდებით Warner Bros. Sans, რომელიც, მათი თქმით, “ბრენდს საშუალებას აძლევს, კვლავ არსებობდეს, მაშინაც კი, როცა ფარი არ ჩანს”. ტექსტის სტილი შთაგონებულია 1920-იანი წლების Art deco-სტილისგან, რომელიც Warner Bros. დაარსების დროს დომინანტობდა ხელოვნების სხვა მიმართულებებზე.

მოლოდინებზე მოქმედი ფაქტორები და მათი მაგალითები

„დაცინვა და ბულინგი მეტ მოტივაციას მაძლევს“ – ვინ არის ხელბურთის კონგოელი ვარსკვლავი?