in

რატომ არ სცემენ ადამიანები ჩემს საზღვრებს პატივს?

იცოდე, შენ თუ არ დაიცავ საკუთარ საზღვრებს, სხვები მას აუცილებლად გადმოაბიჯებენ!

ოდესმე გიგრძნია, რომ ადამიანები პატივისცემით არ გეპყრობიან, ან ურთიერთობაში, საქმეში შენ უფრო მეტს გასცემ, ვიდრე იღებ? ოდესმე თავი დაკარგულად გიგრძნია და გიფიქრია, რომ ვერ ხვდები, საით მიდის შენი პირადი თუ სამსახურებრივი კავშირები?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ასეთი განცდები ურთიერთობებში საკუთარი საზღვრების არქონას უკავშირდება. რეალურად კი, საზღვრების დაწესება ჯანსაღი ურთიერთობების წინაპირობაა, ისეთის, სადაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობ.

ქვემოთ ჩამოთვლილია მიზეზები, რის გამოც ადამიანები შენს საზღვრებს პატივს არ სცემენ:

ძალიან ბუნდოვანი ხარ იმის შესახებ, თუ რა არის შენთვის კომფორტული.
საზღვრების დადგენა და პირველ ადგილას საკუთარი საჭიროებების დაყენება არც ისე მარტივია, თუმცა იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოისტური არ არის, ამ პროცესში ძალიან დაგეხმარება.

შესაძლოა, შენი საზღვრები მხოლოდ შენსავე თავში იყოს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი სიტყვიერი გაცხადება. ნუ გეშინია საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების შესახებ საუბარი.

საზღვრების დაწესება უხერხულობას გიქმნის.
წარმოიდგინე სცენარი: ახალ სამსახურში მუშაობა დაიწყე, ან ახალ პარტნიორთან შეხვედრაზე ხარ და ის გეკითხება, ურთიერთობაში რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? ან სამუშაო პროცესში რა არის შენთვის კომფორტული? და ამ დროს, შენ რას აკეთებ? –  საკუთარ სურვილებს კი არ აზიარებ, თავის მართლებას იწყებ, ხან ბოდიშსაც კი იხდი იმის გაზიარების გამო, რა მოგწონს/არ მოგწონს, რა არის შენთვის მისაღები/მიუღებელი.

საერთო ჯამში, შთაბეჭდილებას ქმნი, რომ არასწორია ის, რაც გსურს.

არადა, რაც ცხოვრებასა და ურთიერთობაში გინდა, გამართლებას არ საჭიროებს. ცადე, გააზიარე და დაინახავ, რომ ამაში საშიში და საფრთხის შემცველი არაფერია.

მზად ხარ საზღვრები სხვისი სურვილების მიხედვით ცვალო.
ოდესმე გსურდა რაიმეს გაკეთება ან პირიქით, არგაკეთება, მაგრამ სხვისი სურვილის გამო საკუთარზე უარი გითქვამს?

იცოდე, შენ თუ არ დაიცავ საკუთარ საზღვრებს, სხვები მას აუცილებლად გადმოაბიჯებენ!

თუ რაიმე სიტუაცია, ქმედება თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებს, ნუ გაამართლებ მას იმ არგუმენტით, რომ ამით სხვას ასიამოვნებ.

შენი საზღვრების მხოლოდ ერთხელ გამოხატვა საკმარისი არ არის. ნუ იფიქრებ, რომ ადამიანებს ის ემახსოვრებათ.
იდეალურ სამყაროში შენი საზღვრების შესახებ სხვებისთვის შეხსენება აღარ მოგიწევდა. მაგრამ ჩვენ ხომ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ?! ამიტომ, პერიოდულად, ერთმანეთის საზღვრებში ვაბიჯებთ და შესაბამისად, ერთმანეთისთვის ამ საზღვრების არსებობის შეხსენებაც გვიწევს.

არ არის პრობლემა! როცა შენი საზღვრები დაირღვევა, მკაფიოდ გააზიარე, რომ რაღაც კონკრეტული შენს პასუხისმგებლობას ცდება, შენს ინტერესებში არ შედის, უბრალოდ, არ მოგწონს და ა.შ.

ნუ იდარდებ იმაზე, რომ საზღვრების დაცვით ადამიანებს დაკარგავ. იფიქრე შენს საზღვრებზე, როგორც ინსტრუმენტზე, რომელიც შენთვის კომფორტული ურთიერთობების გამყარებაში გეხმარება, ვინაიდან ნებისმიერი სახის ურთიერთობა შენთვის სასიამოვნო სჯობს, იყოს და დაე, შენ აიღე ამაზე პასუხისმგებლობა!

წყარო: medium



checkcov.ge – კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები, ერთ პლატფორმაზე

სტეფ კარი ამერიკული რეკლამის გადაღებებზე ქართული წარმოების ფეხსაცმლით გამოჩნდა