in

უძველესი დნმ-ს მიხედვით, ადამიანები ყინულის ხანაშიც ცხოვრობდნენ!

ამ ამბის მოყოლა ზღაპრის მსგავსად უნდა დავიწყოთ, თუმცა, რამდენად ზღაპრული იქნებოდა ყინულის ხანაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება, ამის გადაწყვეტას თქვენ მოგანდობთ… დაახლოებით 27 000 წლის წინ ყინულის უზარმაზარმა მასამ ბრიტანეთის კუნძულების ⅔ დაფარა, რითაც იგი ადამიანებისადმი ნაკლებად სტუმართმოყვარეც გახდა. ეს ყველაფერი კი კლიმატის დათბობის შემდგომ შეიცვალა, რამაც, ბუნებრივია, ლანდშაფტიც შეცვალა და ადამიანები მის ნაყოფიერ მიწაზე ახალი სახლის საპოვნელად მოიწვია… 

M2
M2

ახლა კი მოდით, უშუალოდ ფაქტებზე გადავიდეთ. ყველაზე საინტერესო ნაწილი ის არის, რომ ბრიტანეთში ან ირლანდიაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი გენომი სულ მცირე ორ განსხვავებულ წარმოშობის ისტორიაზე მიუთითებს, რომელთაგანაც თითოეული ევროპისკენ ან მის მიღმა მიემართება.

ფიქრობენ, რომ სომერსეტის Gough-ის გამოქვაბულში ნაპოვნი ნიმუში უფრო მეტად ესპანეთსა და ბელგიაში ნაპოვნ წინაპრებთან უნდა იყოს დაკავშირებული. Kendrick-ის გამოქვაბულში აღმოჩენილი კი იტალიასთან. ხოლო რადიოკარბონული დათარიღების მიხედვით, ორივე ტიპის ადამიანი ბრიტანეთში 13 500 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. 

Gough-ის გამოქვაბულში ნაპოვნი ძვლები ამ ორიდან უძველესია. ისინი დაახლოებით 15 000 წლის წინ მოკვდნენ, რაც, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ სიკვდილამდე სულ მცირე 1 000 წლით ადრე ჩრდილო-დასავლეთ ევროპიდან მიგრაციის ტალღას შეუერთდნენ. ვარაუდობენ, რომ Kendrick-ის გამოქვაბულში მცხოვრები ინდივიდი ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე ათასი წელი ცხოვრობდა იქ. მათი წინაპრები კი ახლო აღმოსავლეთიდან ბრიტანეთში დაახლოებით 14 000 წლის წინ უნდა გადასულიყვნენ. 

16 000 წლის წინ ბრიტანულ-ირლანდიური ყინულის საფარი პრაქტიკულად გაქრა… ამ დროის ნამარხებიც საკმაოდ იშვიათია, ხოლო სხვა ადამიანების ნაშთები, რომლებიც აქ აღმოაჩინეს, 15 500 წლით თარიღდება, ანუ ბრიტანეთის კლიმატის დათბობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. თუმცა, ვინ იყვნენ ისინი ან საიდან მოვიდნენ, ეს ჯერ კიდევ არ ვიცით…

საინტერესოა ისიც, რომ არქეოლოგებმა 2018 წელს Gough-ის გამოქვაბულში ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელსაც 10 500 წლის წინ უნდა ეცხოვრა. იგი ჩვენთვის დღეს Cheddar Man-ის სახელით არის ცნობილი. მეტიც, იმ დროისთვის ეს ნამარხი ინგლისში იყო უძველესი მათ შორის, რომელსაც მთლიანი გენომი გააჩნდა. როგორც ამბობენ, მას მუქი კანი და ლურჯი თვალები უნდა ჰქონოდა. ამასთან, იგი დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლების წარმომადგენელიც უნდა ყოფილიყო. 

ახალი შედეგების მიხედვით კი, გამყინვარების შემდგომი დასახლებები მხოლოდ გენეტიკურად განსხვავებული კი არ იყო, არამედ აქ კულტურული განსხვავებებიც შეინიშნებოდა. მაგალითად, ორივე გამოქვაბულში დასაფლავების პროცესი განსხვავებული უნდა ყოფილიყო ისევე, როგორც მათი კვების რაციონი. Gough-ის გამოქვაბულში ადამიანებისა და ცხოველების ძვლების პოვნაა შესაძლებელი. აქ თასის ფორმის ადამიანის თავის ქალაც კი იპოვეს, რისი მიზეზიც კანიბალიზმი შეიძლებოდა ყოფილიყო… 

რაც შეეხება Kendrick-ის გამოქვაბულს, აქ ნაპოვნ ძვლებში ქიმიური კვალი აღმოაჩინეს. ეს უკანასკნელი კი იმაზე მიუთითებდა, რომ მასში მცხოვრები ადამიანები ზღვისა და მტკნარი წყლის თევზებსა და ძუძუმწოვრებს ჭამდნენ.

ამ მტკიცებულებების გაერთიანება მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ბრიტანეთში გვიანი გამყინვარების დროს სულ მცირე ორი განსხვავებული ადამიანთა ჯგუფი იმყოფებოდა, განსხვავებული გენეტიკური კავშირებით, კვების რაციონითა და კულტურული ქცევებით, — აცხადებენ კვლევის ავტორები. 

ამ ნაშთების წარმოშობას იტალიას, ბელგიასა და ესპანეთს უკავშირებენ. Cheddar Man-ზე კი ფიქრობენ, რომ სამივეს ნაზავი უნდა იყოს…

რას ნიშნავს ონლაინ სამყაროში „იგრძნო თავი ნორმალურად“?

Google Pixel 7 და 7 Pro ზუმერში გამოჩნდა