in

როგორ გავხდეთ საინტერესო თანამოსაუბრე?!

კოლეგებთან საქმიან თუ არაფორმალურ შეხვედრაზე, ნაცნობებთან და მეგობრებთან სადილზე ან კოქტეილზე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რას ვამბობთ, როგორ ვსაუბრობთ. რადგან, როგორც წესი, ასეთი დიალოგებით ექმნებათ ადამიანებს ჩვენზე წარმოდგენა. და ეს ყველა შემთხვევაში ასეა – თქვენზეც, კარგ შთაბეჭდილებას, საინტერესო თანამოსაუბრე ახდენს.

რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა სიტუაციაში საინტერესო თანამოსაუბრე ვიყოთ?!

გამოვხატოთ გულწრფელი ინტერესი სხვა ადამიანების მიმართ! 

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ტოდ კაშდანის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების მიმართ ჩვენი ინტერესი, ვიდრე პირიქით: „ზუსტად ეს არის ურთიერთობის მთავარი საიდუმლო“. ასე რომ, რასაც არ უნდა ვამბობდეთ, კარგი იქნება, თუ თანამოსაუბრის ინტერესებისთვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ.

არ დაგვავიწყდეს ღიმილი! 

თანამედროვე ფსიქოლოგური კვლევებით დამტკიცებულია, რომ ღიმილი, სხვა ადამიანების თვალში,  ბევრად უფრო მომხვლელს გვხდის. ასევე, მოქმედებს ჩვენი და გარშემომყოფთა გუნება-განწყობაზე. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენთაგანს ღიმილი ჩვევად არ გვაქვს, არა და, ეს აუცილებელია.

მოვისმინოთ ბევრი, ვისაუბროთ ნაკლები! 

გვსურს კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ თანამოსაუბრეზე?  მაშინ, მოვუსმინოთ მას და ნუ შევაწყვეტინებთ საუბარს. ამ დროს, უმჯობესია, გავაანალიზოთ სასაუბრო თემა, დავალაგოთ აზრები და მშვიდად დავასრულებინოთ სათქმელი. თუ ასე მოვიქცევით, თანამოსაუბრე აუცილებლად მოგვმართავს შეკითხვით „რას ფიქრობთ ამ საკითხზე“? . ეს კი ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს შორის გამოგვარჩია, ვინც საუბარს აწყვეტინებდა ან  დასრულებისთანავე „ჩამოართვა“ სიტყვა.

ვაგრძნობინოთ თანამოსაუბრეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის! 

ყველაზე კარგია, პირველი შეხვედრისას, გამოვიჩინოთ ინიციატივა ადამიანის ინტერესებისა და საქმიანობის მიმართ. ვესაუბროთ იმაზე, თუ რას, რატომ და როგორ აკეთებს.  ასე მას ჩვენს მიმართ დადებითი პირველი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდება.

მოვყვეთ კარგ ისტორიას! 

მაშინ, როდესაც თანამოსაუბრე შეკითხვით მოგვმართავს, დრო დგება „გავიბრწყინოთ“. გამოვაჩინოთ  ცოდნა, გამოცდილება, მომხიბვლელობა. თუმცა, ასეთ დროს, არ უნდა დავკარგოთ იმპულსი და შევეცადოთ რაიმე კარგ ისტორიას მოვყვეთ.

წყარო: www.inc.com



„ბუღდაჯანა“ – სენდვიჩების ქართული ბრენდი, რომლის კონცეფციასაც ზღაპრის ფილოსოფია წარმოადგენს

როგორ მივიღოთ ბიოგაზი საკვები ნარჩენებისგან? – UPDATE