პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამოთიშვის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ახლა ყველაზე ხანდაზმული პიროვნებაა, რომელიც ოდესმე დასახელებულა აშშ-ის მთავარი პოლიტიკური პარტიის მიერ. საპრეზიდენტო არჩევნების უზარმაზარი სირთულეების ფონზე, ეროვნული დისკუსია მიმდინარეობს ასაკის, ლიდერობისა და იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სამუშაო ყოველი ჩვენგანის იდენტობისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელთა უმეტესობა 64 წლის ასაკში გადის პენსიაზე, ზოგისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, რატომ არ გავიდნენ ეს ადამიანები – ან თუნდაც, სხვა ხანდაზმული ბიზნეს ლიდერები, პენსიაზე დიდი ხნის წინ. აშშ-ის ბიზნეს პროფესიონალებს შორის პენსიაზე გასვლის შესახებ ჩატარებულ ათწლიან კვლევაში გამოჩნდა, თუ რა სჭირდება ამ რთული გადაწყვეტილების მიღებას – და რატომ უჭირთ ბევრს ამასთან გამკლავება.
პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილების მიღება სამ ფსიქოლოგიურ საკითხთან გამკლავებას საჭიროებს. პირველ რიგში, იდენტობის საკითხები შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს საქმეში ჩართული ნებისმიერი პროფესიონალისთვის. კარიერიდან მცირე ნაბიჯის გადადგმამაც კი შეიძლება დააფიქროს, ვინ არიან ისინი საქმის გარეშე. ერთ-ერთმა რესპონდენტმა იგრძნო იდენტობის დაკარგვა მას შემდეგ, რაც მისი სამუშაო კვირა მხოლოდ ერთი დღით შეამცირა: „ახლა ისეა… თითქოს მხოლოდ პროგრამული ინჟინრის ოთხი მეხუთედი ვარ. ცვლის ეს ჩემს იდენტობას?“ კვლევის არაერთმა მონაწილემ წარმატებით გადალახა ეს გამოწვევა „იდენტობის ხიდის“ გადებით, რაც გულისხმობს კარიერული იდენტობის არსებითი ნაწილების შენარჩუნებას პენსიაზე გასვლის შემდეგაც – მაგალითად, კომპანიის ლიდერი, რომელმაც პენსიაზე გასვლის სხვა კომუნაში დაიკავა ლიდერის პოზიცია.
მეორე მხრივ, ბევრი ხანდაზმული პროფესიონალი ეწინააღმდეგება მნიშვნელოვანი პოსტის დატოვებას, სადაც ყოველ დღეს მოაქვს მიზნის შეგრძნება, აზრი, რომ წვლილი შეაქვს რაღაც მნიშვნელოვანში. ლიდერები ფიქრობენ, რა იქნება შემდეგი ეტაპი, როდესაც აღარ იმუშავებენ. ამისათვის მათ წინასწარ სჭირდებათ საკითხების დალაგება და წარმოდგენა, რას სურთ დაუთმონ დრო ცხოვრების ახალ ეტაპზე.
მესამე დიდი ფსიქოლოგიური საკითხია იმ ურთიერთობების დაკარგვის შიში, რომლებიც გროვდება ხანგრძლივი, წარმატებული კარიერის განმავლობაში. ასეთი ურთიერთობები ხშირად მოიცავს თავბრუდამხვევ შეგრძნებას, რომ საჭირო და პატივცემული ხარ ასობით, ათასობით, მილიონობით ადამიანისთვის.
კვლევა აჩვენებს, რომ საბოლოოდ, ამ ნაბიჯის გადადგმა პენსიაზე გასასვლელად შესაძლებელია გაცნობიერებისა და ადაპტირების უნარი. ადამიანს სჭირდება გადააფასოს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, ასევე მათი ამჟამინდელი ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ სჭირდებათ პროაქტიულად საჭირო ცვლილებების განხორციელება – მათ შორის, შესაძლოა, იგულისხმებოდეს კარიერის დასრულებაც.
არ არსებობს „სწორი ასაკი“ პენსიაზე გასასვლელად. სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა უზარმაზარი ცვალებადობა როგორც ფიზიკური გამძლეობის დაკარგვაში, ასევე კოგნიტურ დაქვეითებაში, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან. ზოგიერთი ლიდერი, როგორიცაა ტენესის შტატის ქალთა კალათბურთის ცნობილი მწვრთნელი პეტ სამიტი, აცნობიერებს, რომ უნდა გავიდეს პენსიაზე კოგნიტური დაქვეითების გამო შედარებით ახალგაზრდა ასაკში. სხვები, როგორიცაა უორენ ბაფეტი, ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი და დედოფალი ელისაბედ II, შეიძლება საკმაოდ ეფექტურად ფუნქციონირებდნენ 80-იან წლებშიც და მის შემდეგაც.
ლიდერები, რომლებიც ავითარებენ ზუსტ ცნობიერებას იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი სინამდვილეში და რას მოითხოვს მათი სამსახური მათგან – დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში – სათანადოდ არიან მომზადებულები ფსიქოლოგიური ბარიერების გადასალახად.
წყარო: HBR