in ,

Uber-ის ახალი შეთავაზება – ვაქცინაციის მსურველებს მგზავრობა დაუფინანსდებათ

კომპანიამ Uber-მა განაცხადა, რომ Covid-19 ვაქცინაციის მსურველების მგზავრობას დააფინანსებს. თუმცა ამ შეთავაზების განხორციელებამდე  Uber-ის წარმომადგენლებს სურთ, ვაქცინა კომპანიის მძღოლებმა მიიღონ.

ეს არ არის პირველი დახმარება, რომელსაც კომპანია საზოგადოებას უწევს პანდემიის ფარგლებში – მარტში Uber-ის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მუშაკებს 10 მილიონი უფასო მგზავრობა და პროდუქტის მიწოდების სერვისი შესთავაზეს.

ახლა კი კომპანია პარტნიორობას გაუწევს ეროვნულ ურბანულ ლიგას, მორჰაუსის მედიცინის სკოლასა და ეროვნულ სამოქმედო ქსელს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, დარა ხოსროვშაჰი ამბობს, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ყველა უსახლკარომ და მძიმე პირობებში მცხოვრებმა მიიღოს ვაქცინა.

Google-ის ახალი ფუნქცია – ვირტუალური რეალობის მეშვეობით მაკიაჟს მოირგებთ

ბრიტანულ-ქართული კოლაბორაცია! – “თელიანმა ველმა” ბრენდი “გლეხური” განაახლა