in

თბილისში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

19 აპრილს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

„სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე – worknet.gov.ge. ისინი, ფორუმის მიმდინარეობისას, არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ“.

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, ილიას უნივერსიტეტი, სასტუმრო „შერატონი“, „აჭარა ჯგუფი“, „ემ გრუპი“ და სხვა.

შშმ პირთა დასაქმების ფორუმი „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით იმართება. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.

[R]

23 აპრილს სასტუმრო “ბილტმორ თბილისში” წიგნის გამოფენა/გაყიდვა გაიმართება

აქციეთ გუნდთან შეხვედრები აზრის გამოხატვისთვის უსაფრთხო სივრცედ