in

“სახალხო აფთიაქი “ კიდევ უფრო სახალხო უნდა გახდეს

Peoples Pharmacy

“სახალხო აფთიაქმა” წელი რებრენდინგით დაასრულა.  შეიცვალა კომპანიის ლოგო, სლოგანი და კონცეფცია. კომპანიის პიარ მენეჯერი  ნინო ჟვანია ამბობს, რომ ცვლილებები  ბაზარზე არსებულმა გამოწვევებმა განაპირობა.

“დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე საკმაოდ კონკურენტული გარემოა.  ამიტომ,  გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა ცვლილებები, ეს ეხება როგორც სტრატეგიულ ისე, ვიზუალურ ნაწილს”,-ამბობს ნინო ჟვანია.

Peoples Pharmacy

“საიმედო ფარმაცია ყველასათვის” – ეს  ახალი სლოგანია. კომპანიაში ამბობენ, რომ ახლანდელი მათი ნიშა სახალხოობის კონცეფციას ითვალისწინებს.  მათ აფთიაქებში იქნება ყოველდღიური რჩევების დაფა, სადაც მოსახლეობას შესთავაზებენ “რეცეფტებს” როგორ აიცილონ  ესა თუ ის დაავადება თავიდან.

პროდუქციის კუთხით , აქცენტი მცენარეებზე დამზადებულ ბუნებრივ ნატურალუდ პროდუქტზე გაკეთდება

“ გვსურს , რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს წამალი, საამისოდ კი ვთავაზობთ დაავადებათა პრევენციის შესახებ ინფორმაციას, ასევე ჩვენ აქცენტს ნატურალურ პროფილაკტიკურ საშუალებებზე გავაკეთებთ”.

მიმდინარეობს კომპანიის ვებ გვერდის განახლებაც.

რაც შეეხება გარე კომუნიკაციებს   ამ მიმართულებით კომპანია არც ისე აქტიურია. ნინო ჟვანია ამბობს, რომ ჯერ- ჯერობით ამ კუთხით განსაკუთრებული ნაბიჯები  არ იგეგმება, თუმცა, გააქტიურებას გაზაფხულისთვის გეგმავენ. ამჟამად მხოლოდ სატელევიზო რეკლამის კუთხით წარმოადგენენ სიახლეებს. “სახალხო აფთიაქის” რეკლამა მხოლოდ ერთ სატელევიზიო არხზე, დილისა და საღამოს ეთერში გადის. რეკლამისთვის სპეციალურად შეირჩა მულტიპლიკაციური ჟანრი, როგორც თბილი და სანდო ბრენდის ერთ-ერთი გამოხატულება.

რებრენდიგის შემდაგად კომპანიაში ცნობადობის გაზრდასა და სხვა ფარმაცევტული კომპანიებისთვის ძლიერი კონკურენციის გაწევას ელოდებიან. რაც შეეხება უკვე არსებულ  უპირატესობას, ამბობენ, რომ “სახალხო აფთიაქის “ ფილიალები ბევრ ძნელად მისასვლელ ადგილზეა სადაც სხვა მზგავსი დაწესებულებები არაა, ასევე უპირატესობად მიიჩნევენ  ნატურალურ პროფილაქტიკური სამკურნალო საშუალებების ხაზს.

“სახალხო აფთიაქს”  48 ფილიალი აქვს და საბაზრო წილის მიხედვით, მე-5 ადგილზეა.

ლევან კობერიძე ბრენდინგ.ჯი
ლევან კობერიძე

რებრენდინგი  “Branding.ge””-მ  განახორციელა. კომპანიის დირექტორი ლევან კობერიძე ამბობს, რომ აქამდე “სახალხო აფთიაქს” არ გააჩნდა მკაფიო ბრენდ კოდი, არ არსებობდა ბრენდის ძირითადი იდეა და უფრო მეტად პროდუქტის ფორმით იყო წარმოდგენილი, ვიდრე ბრენდის სახით.

“Branding.ge”-ში ამბობენ, რომ “სახალხო აფთიაქი” უშუალო და სახალხო უნდა გახდეს.  ამიტომ შეირჩა სლოგანი “საიმედო ფარმაცია ყველასათვის”. აღქმადობის გამო,  ლოგოს ფერები წითელი და მწვანე უცვლელი დარჩა  და მხოლოდ ვიზუალი შეიცვალა.

“რებრენდინგი რამდნიმე მიმართულებას მოიცავს. პროდუქტისა და საფასო პოლიტიკის მიმართულებით, პოზიციონირება იქნება საბაზრო ღირებულების ქვედა ზღვარზე. აქცენტი გაკეთდება ლოკაციების მიხედვით . ეს ადრეც ასე იყო. ძნელად მისასვლელ ადგილებში მაგალითად წალკაში, სვანეთში პირველად სწორედ სახალხო აფთიაქი გამოჩნდა. ცვლილება განხორციელდა მომსახურების დონეზეც. მოხდა ფარმაცევტების სპეციალური დატრენინგება. ახლა შეეცდებიან, თუ სპეციალურად გამოწერილი რეცეფტით არ მოვა მომხმარებელი, მათ რამდენიმე ალტერნატიული მედიკამენტი შესთავაზონ”,-ამბობს ლევან კობერიძე.

“სახალხო აფთიაქი”  “Youtube”-ის საშუალებით სხავდასხვა სფეროში მოღვაწე ექიმების რჩევებს შესთავაზებს საზოგადოებას. კიდევ ერთი სიახლე ლოიალობის ბარათი “ღიღილო ბარათია”. აქ დაგროვილი ქულებით , მომხმარებელი სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს მიიღებს.

აქვე გთავაზობთ სახალხო აფთიაქის ვიდეორეკლამას, რომელის იდეა და განხორციელებაც branding.ge-ს ეკუთვნის

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში

ჯიპას ლოგო

“ისწავლე სწავლის მძებნელო” GIPA

take courage

გამოუშვით კრეატივი !