in

სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა „პეპელამ“ საახალწლო კამპანია დაიწყო 

სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა „პეპელამ“ საახალწლო კამპანია „სანტას ოფიციალური პარტნიორი“ დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათთან ყველა პატარასთვის საყვარელი, სანატრელი და სასურველი საჩუქარი მოიძებნება. სწორედ ეს არის ახალი ვიდეორგოლის მთავარი თემაც.

BOG
BOG

 

 

„სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს. დღეს მომხმარებლებს საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ, რომელიც ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გათვლილი. ასევე, შესაძლებელია ჩვენი „ონლაინ“ მომსახურებით სარგებლობა“, – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, „პეპელა“, დღეს, 10 საფირმო მაღაზიას აერთიანებს, რომელთაგან რვა თბილისში, ორი კი ბათუმში მდებარეობს.

„ფილიალების გაფართოებასთან ერთად, იზრდება ჩვენს კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვიც. საცალო გაყიდვების გარდა, „პეპელაˮ სათამაშოების მთავარი დისტრიბუტორია საქართველოს ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში და ქართულ ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრენდებს: “Mattel“, “Clementoni“, “Polosie“, “Dream Makers“, “4M“, “Bruder“, “Papo“ და ა.შ.“ – აცხადებენ კომპანიაში.

[R]

სიმულაციური რეალობა ტოკიოს ციფრულ მუზეუმში

“ხანის აკადემიის” კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება