ტექნოლოგიებს ჩვენთვის მრავალი სიკეთე მოუტანია, თუმცა ძირითადად ადამიანები მაინც საკუთარ თავზე ვფიქრობთ… ახლა კი მეტად საინტერესო ამბავი გვაქვს, რომელიც ჩვენს როლს შეგვახსენებს ირგვლივ არსებულ ცოცხალ არსებათა ცხოვრებაში. პირდაპირ გეტყვით, პეპელას ფრთების პროთეზი დაამაგრეს — ამაზე ენტონი ტრეისისგან შევიტყვეთ, რომელიც Gamer’s Guild Librarian-ის სახელითაცაა ცნობილი, გვიყვება პეპელაზე, რომელიც ჭუპრიდან დეფორმაციით გამოიჩეკა — ფრთები ისე ჰქონდა, რომ ფრენას ვერასდროს შეძლებდა…
Burger Butterfly Garden-მა კი გადაწყვიტა, ეს საქმე საკუთარ თავზე აეღო და პეპელასთვის, რომელსაც უილიამი დაარქვეს, სიცოცხლის მეორე შანსი მიეცათ. მის სხეულზე 4 ხელოვნური ფრთა დაამაგრეს, უილიამსმა ფრენაც შეძლო და შთამომავლობაც დაგვიტოვა.
ენტონი გვიზიარებს თუ როგორ ამზადებდნენ ოპერაციისთვის უილიამსს. ალბათ, პირველი ის გაინტერესებთ, თუ როგორ გააჩერეს პეპელა ახალი ფრთების დასამაგრებლად, რაზეც პასუხი შემდეგია:
„უილიამსი საყინულეში 10 წუთით მოვათავსეთ. ნამდვილად არ არსებობს რეალურად უსაფრთხო ანესთეზიური ზომები, რომლებსაც მწერების შემთხვევაში იყენებენ, მაგრამ გაცივება ამ პროცესში დაგვეხმარებოდა. უილიამსს მოაძვრეს გამაგრებული ფრთების ქსოვილი, რაც უსაფრთხო იყო და საჭირო ნაწილები დაუტოვეს, რომლებზეც შემდგომში ხელოვნური ფრთები დაამაგრეს“.
პროცესში პეპელა ერთ ადგილზე რომ გაეჩერებინათ, მავთულს იყენებდნენ, თუმცა ისე, რომ მწერს არაფერი დაშავებოდა. ფრთების მისამაგრებლად კი სუპერ წებო გამოიყენეს. ამ პროცესს დაახლოებით 2 საათი დასჭირდა — ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
„უილიამმა შეზღუდული მობილობა შეიძინა, ახალი ფრთებით ორჯერ წარმატებით დაწყვილებაც მოახერხა, რამაც, შესაძლოა, მისი მემკვიდრეობა 200 ლარვით გააგრძელოს“, — ამბობს ენტონი.
თუმცა ეს უბრალო ამბავი არ გეგონოთ, Monarch Butterflies გადაშენების პირას მყოფ პეპლების რიცხვს მიეკუთვნება, ეს ამბავი კი გადარჩენის შანსებს ზრდის…