in

„პეპელას“ ნოსტალგიური კამპანია ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად პირველ ივნისს აღინიშნება, კომპანია „პეპელამ“ ერთკვირიანი კამპანია წამოიწყო. ამ უკანასკნელის მიზანი იმ ნოსტალგიური მომენტების გაცოცხლება იყო, რომლებიც ბავშვობაში გვაბრუნებს და ყველაზე ძვირფას მომენტებს გვახსენებს.

„გვსურდა, ცოტა ხნით მშობლებს, მოზარდებს თუ ხანშიშესულებს თავი ბავშვებად ეგრძნოთ. ბავშვურ სენტიმენტებში დაგვებრუნებინა“, — აღნიშნავენ „პეპელას“ მარკეტინგის გუნდში.

ვინაიდან თანამედროვე სამყაროში ბავშვები სულ უფრო მეტად შორდებიან გართობის ტრადიციულ საშუალებებს და ძველებურ თამაშებს, „პეპელამ“ მათი გაცოცხლება ამ ერთკვირიანი კამპანიით გადაწყვიტა. ასე ვთქვათ, ახალ თაობას აჩვენეს, რომ სმარტფონების, გაჯეტებისა და ინტერნეტის სამყაროშიც შესაძლებელია ორდროშობანას თამაში თუ ჭიაკოკონობას კოცონზე გადახტომა…

ასევე, კამპანიაში ჩანს, რომ რაღაც დეტალები ყველა ბავშვისთვის უცვლელია — არც თაობებს აქვს მნიშვნელობა და არც ეპოქებს. მაგალითად, ბავშვობაში შეძენილი პირველი მეგობარი ყველაზე ძვირფასია — თუნდაც მხოლოდ იმ პერიოდში დარჩეს, მაინც განსაკუთრებულ ემოციად და გრძნობად მოგვყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ან ვის არ ახსოვს დაბადების დღის ტორტზე სანთლის ჩაქრობისას პირველი ჩაფიქრებული სურვილი? მერე რა, რომ ან თოჯინას ვინატრებდით ან მანქანას?! ანდაც სკოლაში პირველად რომ წავედით და უკვე „დიდ ბავშვებად“ ვიგრძენით თავი…

ამ ყველაფერს ვერც ტექნოლოგიური განვითარება შეცვლის და ვერც თაობებს შორის განსხვავება. ამიტომაც, მუდმივ თემებად რჩება და საერთო, განსაკუთრებულ ნოსტალგიურ მოგონებებში აბრუნებს ნებისმიერ ადამიანს.

[R]

9 ძველი ქართული რეკლამა, რომლებიც თავის დროზე ყველას გვიყვარდა

თიბისის ახალი ინიციატივა: ღია კინოჩვენებები სამცხე-ჯავახეთში