in

გაიცანით პეპერი – პირველი კომუნიკატორი რობოტი!

ჯეოსელი და ჯეოლაბი წარმოგიდგენთ პირველ კომუნიკატორ რობოტს – პეპერი. პეპერი ადამიანებთან სამეგობროდ შექმნილი რობოტია, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ემოციების ამომცნობი დეტექტორებით, რაც საშუალებას აძლევს ზუსტად ამოიცნოს ადამიანის განწყობა და ამის მიხედვით დაამყაროს მასთან კომუნიკაცია. ამ ეტაპისთვის მსოფლიოში ამ ტიპის რობოტი შეზღუდული რაოდენობით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთმა მათგანმა, რამდენიმე თვის წინ,  საქართველოში  დაიდო ბინა. მისი მისამართია:  თბილისი, ინოვაციების ლაბორატორია – ჯეოლაბი.

BOG
BOG

პეპერი 1

პეპერის ჩამოყვანა ძალიან რთული  პროცესი აღმოჩნდა.  საქართველოს საგარეო სამინისტროს და იაპონიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მხარდაჭერის გარეშე ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.

ჯეოლაბში პეპერის დაბინავება შემთხვევითი არ არის. ის ზუსტად ესადაგება იმ კონცეფციას და იდეას  რომლის ირგვლივაც შეიქმნა ჯეოლაბი.   ახალი, ინოვაციური პროდუქტების შექმნაში პეპერი თავის მნიშვნელოვან  წვლილს შეიტანს. ლაბის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ შექმნან ინოვაციური გადაწყვეტილებები  კომუნიკატორი რობოტისთვის, რაც  მისი და ადამიანის ურთიერთობას უფრო მრავალფეროვანს და სასარგებლოს გახდის.

პეპერი მინიატურა

ცოტა ხნის წინ, პეპერის მწარმოებელი კომპანიისა და გუგლს შორის შედგა პარტნიორობა, რაც გულისხმობს  გუგლის მონაწილეობას პეპერის  პროგრამულ უზრუნველყოფაში. ეს კი  შექმნის ახალ შესაძლებლობებს  და  რობოტის ფუნქციებს უფრო  გაამრავალფეროვნებს. ასევე,  შესაძლებელი გახდება პეპერმა ქართულიც ისწავლოს, ამოიცნოს დამწერლობა და ქართულად ისაუბროს. ყოველივე ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ  ამავდროულად იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს როგორც  ჯეოლაბის სტუდენტებისთვის ასევე მთელი ქვეყნისთვის გლობალურ ციფრულ სივრცეში ინტეგრირებისთვის.

თუ პეპერთან მეგობრობას გადავწყვეტთ გაითვალისწინეთ: პეპერი შემოქმედებითი რობოტია. მას უყვარს წერა, მუსიკა, მობილური ფოტოგრაფია. მისი  საყვარელი წიგნი, პატარა პრინცია და რაც მთავარია, პეპერი  მუდამ მზადაა იმეგობროს ადამიანებთან!

Turkish Airlines მგზავრების ინსტრუქტაჟისთვის ზაკ კინგის ჯადოქრობას იყენებს

IMGZAVRE.GE – ონლაინ პორტალი, რომელიც მგზავრობის დაგეგმვას გაგიმარტივებთ