in

პეპა, ცირკი და გიჟური ექსპერიმენტი — Peppa Please-ის კონცეფცია

Peppa Please ექსპერიმენტია. სთორითელინგის, იუმორისა და კონტროლირეული ქაოსის ხალისიანი შესწავლა. კონცეფციის ცენტრში კი, რაღა თქმა უნდა, პეპას ვხვდებით — ზარმაც გოჭს, რომელიც თითქოს მზადაა ცირკის ცეცხლოვან რგოლში გასაძვრომად. ასეა თუ ისე, სწორედ ამ პერსონაჟის ირგვლივ ჩამოაყალიბდეს ბრენდის ვიზუალური ნარატივი, ტონი და ენერგია.

BOG
BOG

ცირკი ნარატივის ჩარჩოდ იქცა, რომელიც აქტებს შორის მოძრაობებს, სანახაობებსა და პაუზებს აჩვენებდა… ხოლო ექვსკუთხედის ფორმის ბოთლი და შეფუთვა ცირკის შაპიტოს გეომეტრიას ასახავს და მის ექსცენტრიულობაზეც უსვამს ხაზს. აქ ხშირად შეხვდებით ვიზუალურ კონტრასტებს, თამამ ფერთა პალიტრებს მკვეთრ ტექსტურებთან ერთად, და ტატუებით შთაგონებულ ილუსტრაციებს, რომლებმაც ბრენდს პერფექციონიზმიდან ტაქტილური გამოცდილება შესძინა.

ეტიკეტში ძლიერ ტიპოგრაფიულ იერარქიას ნახავთ მრავალ სახეშეცვლილ დეტალთან, ხელით შესრულებულ ნიშნებსა და დაპრინტულ არასრულფასოვნებასთან ერთად. თითოეული ელემენტით სურდათ, მოგზაური ცირკის სულისკვეთება გაეღვიძებინათ, რომელიც სულ გზაშია და კვალსაც ტოვებს. 

როგორც თავად ამბობენ, შეფუთვის გარდა, Peppa Please ნარატივის ბრენდინგის კვლევა გახლდათ — შეისწავლიდნენ, სადამდე შეეძლო კონცეფციას წასვლა… ამგვარად, ეს პროექტი სულაც არ ეხებოდა ბაზარზე მზა ცხარე სოუსის შექმნას, არამედ ექსპერიმენტებს, საზღვრების რღვევას და წარმოსახვებისთვის ფრთების გაშლას ისე, რომ არც მიზანი დაეკარგათ და საკუთარი ოსტატობაც ეჩვენებინათ. შედეგი კი თავად შეაფასეთ:

 

YouTube-მა ახალი მარკეტინგული იდენტობა წარადგინა

AI აგენტები, რომლებიც 2026 წელს მარკეტინგის ლანდშაფტს ცვლის