პეპსის ისტორიული მოკლემეტრაჟიანი ფილმი საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში ვითარდება. ის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული 1000-ზე მეტი მსახიობისა და სტატისტისგან შედგება. ფილმი იმდროინდელ ეპოქას მე-18 საუკუნის ორიგინალური ნახატებიდან აღებული კოსტიუმებითა და გრიმებით აცოცხლებს.
მეფე ლუი XVI-ის ბოლო სურვილს ასახავს, რომელიც სიკვდილით დასჯის დღეს Place de la Révolution-ზე განაცხადა ხმაურიანი ბრბოს წინაშე… და რა იქნებოდა ეს, თუ არა პეპსი?!
თუმცა ისტორია აქ არ მთავრდება, რადგან ხელოვნური ინტელექტის დამხარებით მხიარულ თანამედროვე ალტერნატიულ რეალობაში გადადის. მართალია, ფილმი ტრადიციულ კინემატოგრაფიულ ენას იყენებს, მათ შორის დინამიკურ ოპერატორულ ნამუშევარს, ზუსტ მონტაჟსა და ინტერაქტიულ ხმას, მაგრამ ყველა კადრი, პერსონაჟი და გარემო სრულად AI-ის მიერაა გენერირებული. თუმცა იმდენად ხარისხიანად, რომ არცთუ ისე შესამჩნევია.
Pepsi-ის ფილმზე სარეკლამო სააგენტო Mimagie-მ იმუშავა.














