in

Pepsi-ის პირველი რებრენდინგი 14 წლის შემდეგ – ბრენდის ახალი ვიზუალი უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში გამოჩნდა

ახალი სტილი, უცვლელი გემო – 14 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიო ბრენდი Pepsi საზოგადოების წინაშე გათანამედროვებული ვიზუალით წარსდგა. განსხვავებული ლოგო და სტილი Pepsi-ს დაუვიწყარი ისტორიებისა და ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის დასაწყისია. ამ ცვლილებით, ბრენდი პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნას, გამოსცადოს რაღაც ახალი, უფრო საინტერესო და განსხვავებული. 

Pepsi-მ შეაბიჯა ახალ ეპოქაში, ფეხი აუწყო ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და განაგრძო განვითარება, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა წყურვილი და მოთხოვნები. ბრენდი,  ინოვაციური პროდუქტებითა და მნიშვნელოვანი კოლაბორაციებით, კიდევ საინტერესო და მიმზიდველი გახდება მათთვის, ვისაც არ აშინებს სიახლე, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და თავგადასავლები. 

უკვე წლებია, Pepsi ასოცირდება სპორტსა და მუსიკასთან. აღნიშნული ცვლილებით კი ბრენდი გეგმავს, ასეთივე მჭიდრო კავშირი ჰქონდეს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და კრეატიულ იდეებთან. 

რა თქმა უნდა, ყველა სიახლე, რომელიც წელს Pepsi-მ მომხმარებელს შესთავაზა, ბრენდის ძველ ისტორიასა და კულტურაზეა დაფუძნებული. ბრენდის განახლებული ლოგო და სტილი შეგნებულადაა შექმნილი ძველი დიზაინის ბაზაზე, თუმცა, ჭარბობს თანამედროვე ელემენტები. მაგალითად:

  • გაერთიანებულია Pepsi-ს სფერო და ლოგოტიპი, რათა ვიზუალი უკეთ მოერგოს ყველანაირ კონტექსტს და ხაზი გაესვას ბრენდის გამორჩეულ იდენტობას. 
  • ფერთა განახლებული პალიტრა ხაზს უსვამს თანამედროვეობასა და ენერგეტიკას. 
  • გამორჩეული და თვალშისაცემია სასმელის შეფუთვაც. 
  • ლოგოზე დატანილი თანამედროვე და ორიგინალური შრიფტი კი ბრენდის თავდაჯერებულობას უსვამს ხაზს. ამ შრიფტის შექმნაზე ცნობილმა ქართველმა ტიპოგრაფმა, აკაკი რაზმაძემ იმუშავა. 
  • ლოგოს სავიზიტო ელემენტები – Pepsi-ს ტალღები – მოძრაობის, ცეკვისა და მუსიკის რიტმის ასოციაციაა, რაც, რა თქმა უნდა, Pepsi-ს მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. 

„ახალი ლოგო, რა თქმა უნდა, დაფუძნებული უნდა ყოფილიყო ძველ ელემენტებზე, რათა კარგად იგრძნობოდეს დიდი ისტორიის მქონე ბრენდის იდენტობა და მემკვიდრეობა. თუმცა, ფერთა პალიტრა – კაშკაშა ლურჯი და შავი – ბრენდის ვიზუალს ნამდვილად აძლევს თანამედროვე ელფერს. Pepsi ახალი ლოგოთი პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გამოჩნდა. ახლა კი წარმოდგენილია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, უკვე საქართველოშიც. მათ, ვისაც უყვარს კომფორტის ზონიდან გასვლა, სიახლეების პოვნა, მეტი სიამოვნების მიღება და წყურვილის დაკმაყოფილება, მოვუწოდებთ, თვალყური გვადევნონ, რადგან წლის ბოლოს კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლე ელოდებათ,“ – აცხადებს Pepsi-ს ოფიციალური წარმომადგენლის, „იბერია რეფრეშმენტსის“ მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, დავით გელაშვილი. 

PepsiCo-ს შესახებ

PepsiCo აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Lay’s, Doritos, Cheetos, Gatorade, Pepsi-Cola, Mountain Dew, Quaker და SodaStream. კომპანიისს პროდუქტები, დღესდღეობით, 200-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. 2023 წელს, PepsiCo-ს შემოსავალმა 91 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

2021 წელს PepsiCo-მ დაიწყო მდგრადი განვითარების სტრატეგიის დანერგვა pep+ (ანუ PepsiCo Positive). pep+ არის სტრატეგიული ტრანსფორმაცია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვაზე. pep+ მოიცავს PepsiCo-ს ბიზნესის ყველა მიმართულებას, მათ შორის, ფერმერულ მეურნეობას, წარმოებასა და მიწოდებას. ეს კი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, აირჩიოს უფრო ჯანსაღი და მდგრადი პროდუქტები.

[R]

აი, როგორია გაზაფხულის ღვინის ეტიკეტი

„ბიტნეტი” მომხმარებელს EURO 2024-ს ბილეთების მოგების შანსს აძლევს