in

Pepsi 125 წლის იუბილეს განახლებული ვიზუალური იდენტობით აღნიშნავს

PepsiCo Design & Innovation-მა ბრენდის განახლებული ლოგო და ვიზუალური იდენტობა წარმოადგინა — მისთვის სახასიათო ფერთა პალიტრით, თვალწარმტაცი შრიფტითა და „ენერგიული პულსით“. როგორც აღნიშნავენ, 125 წლის იუბილესთან დაკავშირებული ცვლილება ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებს.

აღსანიშნავია, რომ ეს საიუბილეო რებრენდინგი პირველი ცვლილებაა 14 წლის განმავლობაში. დიზაინერებს სურდათ, ისეთი ვიზუალი შეექმნათ, რომელიც „პეპსის“ საშუალებას მისცემს, უკეთ დაუკავშირდეს ახალგაზრდა მომხმარებლებს და ეფექტურად გადალახოს უფსკრული ფიზიკურ და ციფრულ სივრცეებს შორის.

მართალია, ლოგო ძველ ვერსიას წააგავს, მაგრამ შედარებით ვერტიკალური განლაგების ნაცვლად ჰორიზონტალურს ვხედავთ. ბრენდის დასახელება კი უშუალოდ ემბლემაში ჩაიწერა — აქამდე მის გვერდით იყო მიწერილი. ხოლო განახლებული ფერთა პალიტრა ელექტრონულ ლურჯისა და შავის კონტრასტს აერთიანებს. ამ გადაწყვეტის შთაგონება კი ტრადიციული და უშაქრო პეპსის ქილების გაერთიანებიდან წამოვიდა.

გარდა ამისა, თანამედროვე შრიფტი, სახელწოდებით „Pepsi Owners“, ასახავს ბრენდის „ნდობასა და თანამედროვე აზროვნებას“. ხოლო მოძრავი ვიზუალური მოტივების დანერგვა ციფრულ სამყაროში ბრენდს მატებს „ტალღებს, პოპს და გაზს“.

როგორც ცნობილია, ბრენდი ახალ ვიზუალურ იდენტობას 2024 წლისთვის აამოქმედებს გლობალურად.

რას ნიშნავს თანამშრომლობა თაობა ზეტთან ?

რა შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო პლატფორმა DevelopmentAid ქართველი ტალანტებისთვის