in

Pepsi პიცის შეკვეთებს აედევნა — რა ხდება?

BOG
BOG

პიცის ან სხვა მშრალი საკვების შეკვეთისას, წვენი თუ თქვენც ხშირად გავიწყდებათ, ალბათ, პეპსის კამპანია ძალიან მოგხიბლავთ… გადაწყვიტეს, რომ ყველა პიცის შეკვეთას საკუთარი მანქანებით აედევნონ და მომხმარებლებს პეპსი შესთავაზონ. ასე კი იმიტომ აკეთებენ, რომ სწამთ — პიცა Pepsi-სთან ერთად უფრო გემრიელია. რაღა თქმა უნდა, კამპანია იუმორისტულია.

ჩვენ გვიყვარს პიცა და პეპსი ერთად ისე, რომ სასაცილო Pepsi Chase Cars-ის ფლოტი გავუშვით, რათა დავრწმუნდეთ, რომ არცერთი პიცა იჭმევა პეპსის გარეშე, — აცხადებს ჯენი დანზი, Pepsi-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

თუმცა შეთავაზება კიდევ უფრო რომ დაეტკბოთ, კომპანია ათიათასობით უფასო პიცას სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც Pepsi-ის პროდუქტს, პიცასთან ერთად, კონკრეტული ობიექტებიდან შეიძენენ.

როცა პიცას ჭამ, იმსახურებ, რომ მისი სრული პოტენციალით ისიამოვნო და სწორედ ამიტომ ვთავაზობთ ათიათასობით უფასო პიცას, გვსურს, დავამტკიცოთ, რომ Pepsi სრულყოფილს ხდის პიცის გემოს. ხოლო, თუ თქვენს ლუკმას პეპსის ყლუპი არ მოსდევს, ჩათვალეთ, რომ ბევრს კარგავთ, — ამბობს დანზი.

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო BBDO Worldwide-მა იმუშავა.

FITPASS GAMES 2024 – ბეეეეევრი თამაში!

OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა, რომელსაც მათემატიკა და კოდირება გამოსდის