გაერთიანებული სამეფო 16 აგვისტოს ალკოჰოლური სასმელი რომის ეროვნულ დღეს აღნიშნავს, რაც Pepsi-მ მარკეტინგული კამპანიისთვის გამოიყენა. რომის სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობით, პეპსიმ კრეატიული პრინტ კამპანიების გამოშვება დაიწყო, რათა ამ ორი სასმლის გადაკვეთის წერტილის მნიშვნელობაზე გაესვა ხაზი — კერძოდ, გამოკითხულთა 56%-ს უყვარს რომისა და პეპსის ნაზავის სახით მიღებული კოქტეილი.
„ძალიან დიდი ხანია, ადამიანები არასწორად იღებენ ბარის შეკვეთებს საზაფხულო კოქტეილებისთვის. როგორც ჩანს, ბევრი ბარმენი რომსა და კოკა-კოლას ურევს ერთმანეთში, გამოკითხვისას კი დავადგინეთ, რომ უმეტესობას რომისა და პეპსის სინთეზი ურჩევნია… ჩვენი სასმლის ტკბილი, გემრიელი გემო ზუსტად შეესაბამება რომის არომატს“, — აღნიშნავს ტოდ კაპლანი, პეპსის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე კამპანია მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელიც პეპსის სხვადასხვა პროდუქტთან დაწყვილებას მოიაზრებს. თითქოს, ასე მის უნივერსალურობასა და მრავალფეროვნებას უსვამენ ხაზს. უშუალოდ აღნიშნულ კამპანიაზე კი კრეატიულმა სააგენტო Alma-მ იმუშავა — გუნდის წევრებმა ბრენდის ეტიკეტებითა და სიმბოლური დეტალებით „ითამაშეს“, რათა პეპსის საკულტო ლოგო შემთხვევით კომპოზიციებში ეპოვათ.
როგორც ამბობენ, ფოტოების დასაგენერირებლად ხელოვნური ინტელექტი ან რაიმე სხვა ციფრული ხელსაწყო არ გამოუყენებიათ.