in

Pepsi ტელევიზორში ჩაშენებულ მაცივარს ათამაშებს — საფეხბურთო სეზონის კამპანია

ფეხბურთის გულმოდგინე გულშემატკივრების ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ დღის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამოტოვებენ, როცა სასმლის ან საჭმლის ასაღებად დგებიან. ამ საფეხბურთო სეზონზე კი პეპსი ერთ იღბლიან ადამიანს გამორჩეულ ტელევიზორს აჩუქებს, რომელსაც მაცივარი აქვს ჩაშენებული — წარმოიდგინეთ, ვიღაცას აღარ მოუწევს ცივი სასმლისთვის სხვა ოთახში გასვლა და ყურადღების მოდუნება.

კამპანია მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბრენდმა მიმდინარე წლის დასაწყისში თითქმის 40-წლიანი პარტნიორობა განაახლა NFL-თან. „როგორც NFL-ის დიდი ხნის პარტნიორი, პეპსი ყოველთვის ახალ და ინოვაციურ გზებს ეძებს ფეხბურთის ყურების გასაუმჯობესებლად“, — ამბობს პეპსის მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი, ტოდ კაპლანი.

4K LED ეკრანის მქონე ტელევიზორი, თავისი ჩაშენებული მაცივრით, რომელიც 16 გაზიანი სასმლის ქილას იტევს, იმისათვის შეიქმნა, რომ მომხმარებლებმა ფეხბურთის ყურებისას სრული სიამოვნება მიიღონ. ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იდეა კი Vayner Media-სთან თანამშრომლობით განხორციელდა.

იმისათვის, რომ Pepsi Gametime Fridge TV მიღების შანსი გქონდეთ, ეროვნულ ლატარიაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ამისათვის გულშემატკივრებმა უნდა გააზიარონ ვის სიამოვნებს ფეხბურთის სეზონის თამაშების ყურებაში გატარება. ასევე, Twitter-სა და Instagram-ზე უნდა მონიშნოთ, როგორც პეპსი, ისე ჰეშთეგები #GametimeFridgeTV და #PepsiSweepstakes. დრო კი 20 აგვისტოს 23:50 საათამდეა.

გარდა ამისა, პეპსი ორ ახალ ეროვნულ სატელევიზიო რეკლამას გაუშვებს, რომელიც NFL-თან პარტნიორობის გაფორმებას ეხება. შემოქმედებითი სააგენტო CLS-ის მიერ შემუშავებული ვიდეოები აჩვენებს, თუ როგორ იკარგებიან ფეხბურთის გულშემატკივრები ნეტარებაში, როდესაც Pepsi Zero Sugar-ს მიირთმევენ.

NFL სეზონის განმავლობაში, პეპსი მომხმარებელთა ჩართულობის დამატებით შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ ციფრული და ხაზოვანი კონტენტის, ეროვნული და ადგილობრივი ფანების მხარდაჭერის აქტივაციების სახით და სხვა.

1 აგვისტოდან Bolt-ისა და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო!

10 რჩევა ბრენდის კულტურის შესაქმნელად