in

პეპსი საქართველოში 40 წლისაა – მრავალს დაესწარი!

პეპსი წელს საქართველოში მრგვალ თარიღს აღნიშნავს, იგი თაობებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა – ამაზე თითქოს არც გვიფიქრია, მაგრამ პეპსი ჩვენ გვერდითაა და ამასობაში 40 წელიც შესრულდა.

bog
bog-mob

საქართველოში პეპსის პირველი ქარხანა სოხუმში, 80-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა და შემდეგ  დაიწყო მისი თავგადასავალი მთელ ქვეყანაში. 80 – იანი წლების ახალგაზრდობისთვის ის გახდა სიახლის, დღესასწაულის და თავისუფლების გემო.

უკანასკნელი 4 ათწლეული საქართველოსთვის იყო გამარჯვების, თავისუფლების, სითამამის და წინსვლის პერიოდი. პეპსი ყველა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ჩვენ გვერდით იყო და წარმოადგენდა შეუპოვარი, თავისუფალი, მებრძოლი და განვითარებაზე ორიენტირებული თაობის უპირობო არჩევანს.

პეპსის ბრენდის იდეა გულისხმობს გახდეს ადგილობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილი ყველგან, სადაც მოხვდება! ვფიქრობთ, რომ 40 წლის მანძილზე საქართველოში ეს მისია წარმატებით განხორციელდა. კამპანიის მთავარი იდეაა, ვაჩვენოთ ჩვენს ქართველ აუდიტორიას, რომ პეპსი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართული „მეამბოხე“ კულტურის ნაწილი. ოთხმა სხვადასხვა დეკადამ გაიარა, ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში, ქართველი ხალხის ცხოვრებასა და ცნობიერებაში, თუმცა არსებობს უცვლელი ღირებულებები და ფასეულობები როგორიცაა: თავისუფლება, თვითმყოფადობა, სიყვარული, თვითგამოხატვა სირცხვილის გარეშე, და სწორედ აქ დგას პეპსი 40 წლის განმავლობაში! პეპსი იყო 40 წლის წინ იქ საიდანაც მოვედით დღემდე და იქნება იქ, სადაც წავალთ მომავალში“ – აღნიშნავს პეპსის ბრენდ მენეჯერი გვანცა გაბუნია.

თითქოს, მალე გავიდა 40 წელი, მაგრამ ამ  წლებზე თვალის გადავლებით ვხედავთ უამრავ ტრანსფორმაციას, განვითარებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. იყო მრავალი თამამი ნაბიჯი, ფერების დღესასწაული, ცეკვა და წარმატება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ერთგული მომხმარებლების გარეშე. ყველაფერი კვლავ  წინ არის და ბრენდი კიდევ ბევრ ასეთ საამაყო და ცვლილებებით სავსე მომენტს გვპირდება.

[პარტნიორის კონტენტი]

„საქართველოს ბანკის“ სპეციალური შეთავაზებები ფინტექ კომპანიებს

იმოგზაურე ლიტერატურაში – მატარებლის მგზავრები „საბას“ ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ