Pepsi ახალ წელს Wild Cherry-ის არომატის პოპულარიზაციით ხვდება — Get Wild-ის კამპანიას იწყებს იმ მილენიალი მშობლებისთვის, რომლებიც სულ ახლახან დაშორდნენ თავიანთ „სიგიჟეებს“, სულ დაივიწყეს, რაც შვილები ეყოლათ… #1 Fan-ში მილენიალი მამაა ნაჩვენები, რომელიც სახეზე საღებავს წაისვამს და Eye of the Tiger-ის მუსიკის ფონზე Wild Cherry Pepsi-ს დალევს… შვილს ფეხბურთზე ახლავს და ისე გულშემატკივრობს, როგორც საყვარელ გუნდს დიდ მოედანზე.
Nursery Rhymez-ის ვიდეოში კი უკვე ახალგაზრდა წყვილია ნაჩვენები. დედა, რომელიც შვილის დაძინებას ცდილობს, თუმცა Wild Cherry Pepsi მასში წვეულებების მოყვარულ ნაწილს აცოცხლებს…
Get Wild-ის კამპანია განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ Wild Cherry-ის პეპსის მზარდი მოხმარება შეინიშნებოდა მილენიალებში. ამასთან, აღმოაჩინეს, რომ ემპათიური შეტყობინებები მუშაობდა იმ მომხმარებლებში, რომლებსაც თავიანთ პოზიტიურ ნაწილთან ხელახლა დაკავშირების სურვილი ჰქონდათ.
„როგორც მარკეტერი, ვფიქრობ, ყოველთვის სახალისოა ადამიანებზე ინსაითების პოვნა, რაც ჩვეულებრივ კონკრეტული სამომხმარებლო ჯგუფებიდან მოდის, მაგრამ ამგვარი ინსაითი ნებისმიერისგან შეიძლება წამოვიდეს… არსებული სიუჟეტიც სწორედ მილენიალთა ინსაითს ეფუძნება, მაგრამ, ალბათ, „სიგიჟეები“ ცოტა განსხვავებულად გამოიყურებოდა სხვა ჯგუფებისთვის 10, 15 თუ 20 წლის წინ“, — აცხადებს ჯენი დანზი, Pepsi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
კამპანიამ, რომელზეც VaynerMedia-მ და Epoch Films-მა იმუშავა, ბრენდს საშუალება მისცა, პროდუქტის ახალი შეფუთვაც უკეთ წარმოეჩინა. აღსანიშნავია ისიც, რომ პეპსიმ Candy Crush-თან დაიწყო თანამშრომლობა, „რათა დახვდეს მომხმარებლებს იქ, სადაც არიან“.