in

Pepsi კოქტეილების მიქსის ხაზს ქმნის!

მასში ოთხი გემო გამოიყოფა: მარგარიტას, მარწყვის-დაიკირის, მოხიტოს და ვისკის მიქსი

veon
veon

PepsiCo-მ გადაწყვიტა, ახალი ბრენდი Neon Zebra-ს სახით კოქტეილის ხაზი შექმნას.

ახალი სასმელის მიქსების შემადგენლობაში ოთხი გემო გამოიყოფა: მარგარიტას, მარწყვის-დაიკირის, მოხიტოს და ვისკის მიქსი.

Neon Zebra კოქტეილს იდენტობის ახალ დონეს სძენს, თავისი თამამი არომატით, ფერებით და ადვილად გამოსაყენებელი ფორმატით

ბუნებრივია, ადამიანებს სახლში დალევა და ამ გზით გართობა სწორედ პანდემიამ აიძულა. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გამოიკეტა სახლებში, ხალხს ბარებსა და რესტორნებში სიარული შეეზღუდათ. შედეგად კი, 2020 წლის გაზაფხულზე ალკოჰოლის გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 234%-ით გაიზარდა.

“სახლში კოქტეილის მოხმარების ზრდის ფონზე შესაძლებლობა დავინახეთ – შეგვექმნა სწრაფად მზარდი კატეგორია ისეთი პროდუქტით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლებისათვის საჭირო კომფორტს. ჩვენ შევამცირეთ ადამიანებისთვის კოქტეილის მიწოდების დრო, ხარისხისა და გემოს დაკარგვის გარეშე” – ამბობს ემილი სილვერი, PepsiCo-ს ინოვაციებისა და შესაძლებლობების ვიცე პრეზიდენტი.

ქართული WebApp-ის წარმატებული გასროლა და მიზანში ამოღებული ქვეყნები, სადაც ბიზნესის მართვას გაამარტივებს

როგორ გავმდიდრდეთ პანდემიის დროს?