Pepsi-ის ბოლოდროინდელ მარკეტინგულ შედევრში Make Your Gameday Epic-ის კამპანიას მოიაზრებენ, რომელიც NFL-ს ძველი რომის სიდიადესთან აერთიანებს. Paramount Pictures-ის მომავალი Gladiator II-ითაა შთაგონებული და მასში მუსიკის, სპორტისა და გართობის ინდუსტრიის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, პოლ მესკალსა და დენზელ ვაშინგტონს ნახავთ.
კამპანიაში NFL-ის ვარსკვლავები გლადიატორებად იქცევიან. ცნობილ სახეებთან ერთად, Pepsi Zero Sugar-ის ქილას ნახავთ, რომელიც მაგიურ გარდაქმნას გვთავაზობს ამ ეპიკურ გარემოში. ტრევის კელსი, ჯოშ ალენი, დერიკ ჰენრი და ჯასტინ ჯეფერსონიც აქ არიან. რომ აღარაფერი ვთქვათ რეპერ Megan Thee Stallion-ზე, რომელმაც Queen-ის ლეგენდარული We Will Rock You ახალი ვერსიით შემოგვთავაზა:
თუმცა კამპანია მხოლოდ ამ ვიდეოთი არ შემოიფარგლება, მომხმარებლებს Pepsi არაერთ აქტივობას სთავაზობს, მაგალითისთვის PepsiRomanEmpire.com-ზე გულშემატკივრებს საკუთარი სელფების გლადიატორებად და რომაულ სამეფო პორტრეტებად გარდაქმნა შეუძლიათ. ამასთან, ლიმიტირებული გამოშვებით სპეციალურად AR ტექნოლოგიით შექმნილ ქილებსაც სთავაზობენ მათ…
უნდა ითქვას, რომ ეს კამპანია პეპსის ძველ კამპანიას ეხმიანება, რომელშიც ბრიტნი სპირსს, ბიონსესა და პინკსს ვხედავთ. ამ კონცეფციის NFL ვარსკვლავებთან ერთად განვითარებით კი Pepsi გვაჩვენებს, რომ ბრენდს თანმიმდევრულობის შენარჩუნების უნარი აქვს.
და მაინც, თქვენ რომელი გირჩევნიათ, ახალი NFL კამპანია თუ ის, რომელიც ბრენდმა 20 წლის წინ შემოგვთავაზა?