in

პეპსიმ დაუჯერებელი დაგვაჯერა!

პეპსი გაიძულებს წარმოუდგენელი შეძლო. ბრენდმა წამოიწყო კამპანია, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანებს უჩვეულო შესაძლებლობებით.

M2

“Pepsi Max brings you the Unbelievable” – ასეთი ლოზუნგით  პეპსი მაქსმა ახალი კამპანია შემოგვთავაზა, ექსტრემალური სპორტის სახეობის მოყვარულთათვის, რომელიც YouTube-ის არხზე განთავსდა. სარეკლამო კამპანიის რგოლში დემონსტრირებულია ადამიანის უჩვეულო შესაძლებლობები, სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობებში.

კამპანიის ვიდეო-რგოლში ახალგაზრდა ადამიანი ჩვეულებრივი კარტის კოლოდით საოცარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობს. ის სათამაშო კარტის მეშვეობით ამტვრევს ქილებს, ქუჩის განათების ნათურებს, აფეთქებს ჰელიუმით გაბერილ ბუშტებს..

ერთ-ერთ ვიდეო-რგოლში კასკადიორი დამიან უოლტერსი აკეთებს dead loop-ს (მკვდარ კვანძს); მოცეკვავე ედრიან ბლისი საცეკვაო ორთაბრძოლას აწყობს საკუთარ ჩრდილთან.

ჯამში YouTube-ის არხზე 4 ვიდეორგოლია, ყოველ მომდევნო კვირას კი ახალი რგოლი დაემატება.

http://www.youtube.com/watch?v=8-JXtGuwBII&list=PLzSvIjRPHF-2_E7cvHF7QPYqFXJ5rwcni&feature=share&index=1

ბრიტანელებმა ცნობილი რეკლამები Lego-თი გადაიღეს

Certified Professional in Marketing – კავკასიის უნივერსიტეტისა და ACT-ის ერთობლივი პროექტი