უალკოჰოლო სასმელების ბრენდი “Pepsi Max” და სარეკლამო სააგენტო “AMV BBDO” არასტანდარტული სარეკლამო კამპანიებით ბრიტანელი მომხმარებლის დატერორებას აგრძელებენ.
ახალმა პროექტმა სახელად “Time tunnel”-მ მონაწილეები მომავალსა და წარსულში გადაიყვანა. პროექტის რეალიზებისთვის კრეატორებს სპეციალური მოწყობილობები დაჭირდათ, რომელიც ვიზუალურ ეფექტებს ქმნიდა. მოწყობილობა ფეხით მოსიარულეთა გვირაბში მოათავსეს. ის, ვინც გვირაბში დადიოდა გამოსახულებას ხედავდა, რომელზეც დინოზავრები და სამომავლო გალაქტიკური ომები იყო ასახული.
შეაფასეთ პეპსის კიდევ ერთი არანორმალური ექსპერიმენტი.
აქვე ნახეთ, Pepsi Max-ის კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ლონდონში 2014 წლის მარტში განხორციელდა.
http://youtu.be/Go9rf9GmYpM