9
Feb
2015

იდეიდან განხორციელებამდე – Pepsi -ს მოქსოვილი ციფრული კამპანია საქართველოში [EXCLUSIVE]

9 Feb 2015

პეპსის წინასაახალწლო კამპანია მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა ბოთლის თავსახურების შეგროვების სანაცვლოდ საჩუქრად მიეღოთ სასურველი პრიზი – პლანშეტი, ზურგჩანთა, უსადენო დამტენი ან ყურსასმენი.

digital agency marmaladesგათამაშების კონცეფცია  პეპსის მარკეტინგის ჯგუფმა შექმნა, სარეკლამო რგოლზე იმუშავა სარეკლამო კომპანია JWT Metro-მ. Marmelads-ს როგორც შემოქმედებით ციფრულ სააგენტოს, დაევალა კამპანიის ციფრულ სამყაროში გადმოტანა და მხარდაჭერა.  მარკეტერი Marmelads-ს ესაუბრა:

“ჩვენი მხრიდან დაიგეგმა ციფრული კამპანია, რომლისთვისაც შევქმენით პრომო ვებ გვერდი, სარეკლამო არტები და ვიდეოპრეროლი,  ძირითად სარეკლამო პლატფორმებად გამოვიყენეთ Facebook და google. ასევე ბანერები და videopreviw-ები  განვათავსეთ Myvideo-ზე.” – აცხადებენ კომპანიაში

http://pepsi.ge/

https://www.facebook.com/PEPSIGEORGIA
pepsi-moqsovili

pepsi-sheagrove

M: როგორ გაჩნნდა ასეთი პროექტის იდეა?

კამპანია ეშვებოდა მარკეტინგული თვალსაზრისით ყველაზე აქტიურ დროს, ანუ წინასაახალწლოდ, როცა კომპანიების უმეტესობას ერთი  მიზანი აქვს, თავისი რეკლამისკენ მიმართოს მომხმარებლის ყურადღება, გვინდოდა რაღაც განსხვავებულის შექმნა, რომელიც ერთის მხრივ გამოგვარჩევდა სხვა სარეკლამო კამპანიებისგან  და ყურადღებას ადვილად მიიქცევდა და მეორეს მხრივ, მომხმარებელს საახალწლო განწყობას შეუქმნიდა და მასში დადებით ემოციებს გააჩენდა.

იდეალური გაგებით ზამთარი და ახალი წელი ერთგვარ სიმყუდროვესთან, სახლში ყოფნასა და ბუხართან ნაქსოვ, ღუნღულა ირმებიან სვიტრებში ყოფნასთან ასოცირდება, ვიფიქრეთ კამპანიის ვიზუალისთვის სწორედ  ეს  იდეალური წარმოდგენა გაგვეცოცხლებინა და ყველასთვის სათანადო განწყობა გადაგვეცა.  ასე შეიქმნა ვებ გვერდი, რომლის ბეგრაუნდსაც ნაქსოვი ტექსტურა წარმოადგენს. შემდეგ ეს იდეა მთელ საიმიჯო და სარეკლამო კონტენტს ძირითად ხაზად გაყვა. ირმებიანი ორნამენტებისა და ზამთრის სიმყუდროვის ციფრულ სამყაროში გადმოტანის იდეა პროექტის არტ დირექტორს, თარხან მაღრაძეს ეკუთვნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დამკვეთი კომპანიის მხრიდან იყო სრული მხარდაჭერა და მიმღებლობა ერთი შეხედვით ექსპერიმენტული გადაწყვეტილებისა.

(ვიზუალური კრეატივი ჩვენი კამპანიის გაშვების შემდეგ გამოიყენეს სხვადასხვა რანგის კომპანიებმა და მარკეტერებმა. მისი პირდაპირი ანალოგი შეგვხვდა ერთ-ერთი რუსული გასართობი ვებ გვერდის ბანერად, ადაპტირებული ვერსია ოფიციალურმა FB გვერდმაც. )

diletant - beeline

M: როგორი იყო შედეგები?

სარეკლამო კამპანიის სტრატეგია მოითხოვდა რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვეხდინა მიზნობრივი აუდიტორიისთვის სათანადო მესიჯის მიწოდება ციფრულ სამყაროში.

სწორად შერჩეულმა სარეკლამო პლატფორმებმა (ძირითადი სარეკლამო პლატფორმად გამოვიყენეთ Facebook, Google Display Network , YouTube და Myvideo. ) , კარგად განსაზღვრულმა სამიზნე აუდიტორიამ და შესაბამისმა გზავნილებმა იმდენად კარგად იმუშავეს, რომ რამდენიმე დღეში თითქმის ყველა ინტერენტმომხმარებელმა გაიგო კამპანიის შესახებ.

იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა მარკეტინგული აქტივობების ტავტოლოგია და არ გვქონოდა ფუნქცია შესუსტებული სარეკლამო კამპანია, კამპანიის სიცოცხლისუნარიანობის და აქტუალობის შესანარჩუნებლად გადავწყვიტეთ მხარდამჭერი აქტივობების განხორციელება. ასე გაჩნდა FB კონკურსის  “პეპსის თავსახურომანიის” იდეა.

tavsaxuromania

http://on.fb.me/1ELqawj

კონკურსის გზავნილი მარტივი იყო: “აღმოაჩინე ხელოვანი საკუთარ თავში.” კონკურსანტებს ბანალური ნივთისგან, ბოთლის თავსახურისგან უნდა შეექმნათ საინტერესო არტები, გადაეღოთ მისთვის ფოტო და გამოეგზავნათ. კონკურში, რომელიც 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მონაწილეობა  100-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო და შეიძლება ითქვას, თავისი ფუნქცია წარმატებით შეასრულა.

tavsaxuromania files

შედეგები რომ შევაჯამოთ:

კამპანიის დაწყებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში ვებ გვერდზე დაფიქსირდა 93 861 შემოსვლა, 66 932 უნიკალური მომხმარებელი, საშუალოდ ვებ-გვერდზე გატარებული დრო გახლდათ 1, 36 წუთი.

FB-ზე სარეკლამო რგოლის ნახვების რაოდენობა – 71,641 Views

YouTube-ზე სარეკლამო რგოლის ნახვების რაოდენობა – 74,627 Views

M: ვინ იმუშავა ამ პროექტზე?

Art Director & Graphic Design- თარხან მაღრაძე

Web Design & Development – ლუკა ხიზანიშვილი /ილია დარასელია

Social Media Management – ნინუცა ძნელაძე / ნასტასია არაბული

Creative Team – სანდრო გაბისონია / ნიკოლოზ ფანიაშვილი

Web and Social Media Analytics – აკაკი სანაძე

Advertisement Campaign Strategy & Management – გივი მუჯირი

განხილვა