10
Jan
2019

პეპსის ახალი სლოგანი აქვს

10 Jan 2019

პეპსიმ პირველად შვიდი წლის განმავლობაში ბრენდში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ცვლილებები შეეხება როგორც შეფუთვას, ისე სატელევიზო რეკლამებს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გაერთიანდება ერთი სლოგანის ქვეშ – “სიყვარულისთვის.”

ახალი მარკეტინგული პლატფორმა მსოფლიოს 100-ზე მეტ ბაზარზე იქონიებს გავლენას. როგორც პეპსის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, რობერტო რიოსი აცხადებს, ბრენდის ახალი კონცეფცია და სლოგანი მომხმარებლებს მოუწოდებს, ყველაფერი სიყვარულით აკეთო.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან დღემდე პეპსის სლოგანი იყო: “Out of the Blue / The Joy of Pepsi-Cola”

 

 

 

წყარო: www.sostav.ua

განხილვა