in

თუნუქის ქილის ჩელენჯი და ფეხბურთის ვარსკვლავები Pepsi-ის კამპანიაში

Pepsi-მ გადაწყვიტა ფეხბურთის ამერიკელი გულშემატკივრები ვირუსული კამპანიითა და ფეხბურთის ვარსკვლავებით გაეხალისებინა. სწორედ ამიტომ, ბრენდმა კამპანია #PepsiCanBalance წამოიწყო. ფეხბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია მსოფლიოში, თუმცა აშშ-ში მის მიმართ ინტერესი ნაკლები იყო. ბოლო დროს, ტენდენცია შეიცვალა და ამერიკელებიც უფრო მეტად ინტერესდებიან “არაამერიკული” ფეხბურთით. “პეპსიმ” გადაწყვიტა ამერიკელი გულშემატივრის ყურადღება ფეხბურთის ვარსკვლავების საშუალებით მიეპყრო და კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლი, მესის, მო სალაჰისა და პოლ პოგბას მონაწილეობით, რომლებიც პეპსის თუნუქის ქილით თამაშობენ. კამპანიის ფარგლებში, დაიწყო ვირუსული ჩელენჯიც. ჩელენჯში მონაწილეებმა პეპსის თუნუქის ქილა ირიბად უნდა დადგან ისე, რომ ბალანსი შეუნარჩუნონ.

https://www.youtube.com/watch?v=ibmKPnJU-5U

 

https://www.youtube.com/watch?v=6iyyoHbrNWc

თბილისში Jean Louis David-ის პირველი სილამაზის ცენტრი გაიხსნა