ბოლო 14 წლის მანძილზე პირველად Pepsi-მ გლობალური რედიზაინი შემოგვთავაზა და იგი მსოფლიოს გიგანტური ქილებითა და დრონების შოუებით გააცნო. განახლებული ლოგო 120 ბაზარზე გამოჩნდება, თუმცა მანამდე გიგანტური ქილები მომხმარებლებმა ლონდონის O2-ის არენაზე და მდინარე ტემზას მიმდებარედ იხილეს, სადაც ბრენდმა დრონებით სინქრონიზებული სინათლის შოუ მოაწყო.
ამას მალევე მოჰყვა პოლონეთი, ვარშავა, ვიეტნამი და სხვა ქვეყნები, სადაც 70 გიგანტური საჰაერო ბუშტი ჰაერში გაუშვეს და პეპსის ლოგოს ფორმა შემოგვთავაზეს.
ეფექტური სანახაობის მომსწრე საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და დუბაის მომხმარებლებიც გახდნენ. ტაილანდში კი გადაწყვიტეს, ძალიან დიდი ზომის ქილა შენობის სახურავზე მოეთავსებინათ და მასში პეპსი ციფრულად, 3D ეკრანის დახმარებით, ჩაესხათ.
პაკისტანის Gaddafi Cricket Stadium-ზეც შუა თამაშის დროს გიგანტური პეპსის ქილა გამოჩნდა. ხოლო მუმბაისა და მელბურნში გადაწყვიტეს, საკუთარი უნიკალური ინსტალაციებით აღენიშნათ პეპსის რედიზაინი, რასაც ქვემოთ ნახავთ.
„გვინდოდა, გვეჩვენებინა ვიზუალური იდენტობის ცვლილებით როგორ აცოცხლებს პეპსი ბრენდის პლატფორმას Thirsty for More. ჩვენი ახალი ვიზუალური იდენტობა თამამი და თანამედროვეა, ჩვენს გულშემატკივრებსაც შეუძლიათ, ელოდონ იმავე გემოს კიდევ უფრო საოცარი გამოცდილებით“, — აცხადებს ერიკ მელისი, PepsiCo-ს გლობალური ბრენდ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.
მართალია, ამბობენ, რომ წარსული, ნოსტალგიები და თანამედროვეობა ამ ახალ ვიზუალში გააერთიანეს და ამას გრანდიოზულადაც აღნიშნავენ, თუმცა ბევრი პეპსის წინა ლოგოს ამჯობინებს… და თქვენი აზრით, რომელი ჯობს?