პეპსი სპორტის მდიდრულ მემკვიდრეობას ზეიმობს და მის ევოლუციასაც მიესალმება, ლეგენდარულ მოთამაშეებს ამ ეპოქის ამომავალ ვარსკვლავებთან ერთად გვაჩვენებს და საჭირო აქცენტსაც აკეთებს ქალების ფეხბურთზე. ეს ამბავი კი ახალი კამპანიის Refresh the Game-ის ფარგლებში ხდება.
თუ პელე, ბექჰემი და რონალდინიო ძველ რეკლამებშიც გვინახავს, ახლა მათ თანამედროვე ვარსკვლავებთან ერთად გვაჩვენებს, რომელთა შორისაც ალექსია პუტელასი, ლორენ ჯეიმსი, ლეა უილიამსონი, ქეროლაინ გრემ ჰანსენი და ფარა ჯეფრი გვხვდება.
კინემატოგრაფიული სიუჟეტების სერიებში, კამპანია პეპსის ძველ საკულტო რეკლამებს შეგვახსენებს, იქნება ეს 1974 Join the Pepsi Generation, 2003 წლის Wild West თუ 2005 წლის Surfers. ასე კი მხოლოდ კლასიკური მომენტების შეხსენება კი არ სურს, არამედ უნდა, გვაჩვენოს, რამდენად შორს წავიდა სპორტი… მერე რა, რომ ბექჰემი პეპსის გარეშე რჩება…
ახლა კი, დროა, ყველაფერი, რაზეც ზემოთ მოგიყევით, თავად ნახოთ: