პეპსიმ გადაწყვიტა, რომ მსოფლიო სუფთა, ჯანსაღ პეპსის მოითხოვდა. ბაზარზე უკვე არსებობდა დიეტური, უშაქრო, უკოფეინო კოლა, რომლებმაც ასე თუ ისე რაღაც წარმატებას მიაღწიეს.რატომაც არა სუფთა კოლა? რამოდენიმე თვის ტესტირების და ცდების შემდეგ კომპანიამ ახალი სუფთა ფორმულა შეიმუშავა და გადაწყვიტა მისთვის კრისტალური პეპსი დაერქვა.
მათ ასევე დიეუტი ვერსია დიეტური კრისტალური პეპსი გამოუშვეს. პეპსის ჯეროდა, რომ ორივე პროდუქტი სისუფთავის მაძებარ მომხმარებელს დააკმაყოფილებდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მყიდველი, რომელიც ყიდულობს სასმელს, რომლის სახელშიც პეპსი შედის ელოდება პეპსის გემოს, მაგრამ კრისტალურ პეპსის სულაც არ ჰქონდა პეპსის გემო, მეტიც არავინ არ იცოდა რისი გემო ჰქონდა მას. ერთი წლის შემდეგ პეპსიმ შეაჩერა კრისტალური პეპსის წარმოება და მუშაობა ახალი ფორმულის შემუშავებაზე განაგრძო. 1994 წელს დახლებზე ახალი გაუმჯობესებული პროდუქტი გამოჩნდა, რომელსაც უბრალოდ კრისტალი ერქვა. თუმცა ახალი კრისტალი წინა კრისტალზე უარესი აღმოჩნდა.
1994 წელს განახლებულ კრისტალთან ერთად გაყიდვაში აქვაფინა გამოვიდა, რომელსაც კრისტალზე დიდი წარმატება ხვდა წილად. პეპსის წლების განმავლობაში არა ერთი მარკეტინგული პრობლემა შეექმნა. ბრენდს კოკა–კოლასთან აიგივებდნენ. იმის გამო, რომ კოკა– კოლა პირველი გამოჩნდა ბაზარზე და კოლა პირველი მან გამოუშვა, პეპსი ვერასოდეს გახდებოდა ყველა კოლას ტიპის სასმელისთვის საერთო დასახელება. არავინ იტყვის „წავალ პეპსის დავლევ“ მაშინაც კი, როცა მაცივარი პეპსის ბოთლებითაა სავსე, უმრავლესობა იტყვის „წავალ კოკა–კოლას დავლევ“. ბრენდები ძირითადად ირჩევენ თავიანთი კონკურენტის ფერის საწინააღმდეგო ფერს. კოლა არის მოწითალო მოყავისფრო სასმელი. ლოგიკურია, რომ ამ ბრენდის ფერი წითელია. ამიტომაც კოკა–კოლის ფერი უკვე 100 წელზე მეტია არის წითელი. პეპსიმ ამ შემთხვევაში არასწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ბრენდის ფრად წითელი და ლურჯი აირჩია. წითელი– კოლას გამო, ხოლო ლურჯი – კოკა–კოლას–გან განსხვავებისთვის. წლების განმავლობაში მოუწია პეპსის ბრძოლა კოკა–კოლის ფერების სტრატეგიასთან. ცოტა ხნის წინ პეპსიმ თავის ფრად მხოლოდ ლურჯი აირჩია, რადგან ეს ორ წამყვან კომპანიას ერთმანეთისგან უფრო გამოარჩევდა. ახლა კოკა–კოლა წითელია, ხოლო პეპსი – ლურჯი.
რა უნდა ვისწავლოთ პეპსისგან:
• არ გეგონოს, რომ ყოველთვის საჭიროა ბაზრის შევსება. მხოლოდ იმიტომ, რომ სუფთა, ჯანსაღი კოლა არ არსებობს სულაც არ ნიშნავს, რომ ის შენ უნდა შექმნა.
• მეორედ არ აწარმოო წარუმატებელი პროდუქტი. კრისტალმა ერთხელ განიცადა კრახი. მაგრამ პეპსის მაინც ჯეროდა, რომ მსოფლიო სუფთა კოლას ელოდა. მეორე ცდა პირველზე წარუმატებელი აღმოჩნდა.
• გამოერჩიე შენ მთავარ კონკურენტს. წლების განმავლობაში პეპსი თავის ფრად წითელს და ლურჯს ირჩევდა, რის გამოც ის ხშირად კოკა–კოლასთან იყო გაიგივებული.