Pepsi გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, გახსნან და ისიამოვნონ ცივი, გემრიელი S’more-ით ან, თუნდაც, მისი ინგრედიენტებით. საუბარია კრეკერის ორ ნაჭერს შორის მოთავსებულ შოკოლადსა და მაშმელოუზე.
გამაგრილებელი სასმელების კომპანიის ახალი, შეზღუდული გამოშვების Pepsi S’mores Collection სამი არომატითაა წარმოდგენილი — მარშმელოუ, შოკოლადი და ე. წ. გრეჰემის კრეკერი. მომხმარებლებს იმასაც კი მოუწოდებენ, რომ ჩვეულებრივი S’more-ის მსგავსად, ეს სამი გემო ერთმანეთში აურიონ.
„S’mores ყველაზე გემრიელი სასუსნავია, რომლის ჭამაც ყველას განსხვავებული გზებით უყვარს. ჩვენ კი მოხარულები ვართ, რომ Pepsi S’mores Collection-ის სახით სრულიად ახალი გზა შეგვიძლია შემოგთავაზოთ. იგი საშუალებას გაძლევთ, თქვენ თვითონ განსაზღვროთ კრეკერის, მარშმელოუსა და შოკოლადის ოდენობა“, — ამბობს როდ კაპლანი, Pepsi-ს მარკეტერი.
საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებს Pepsi S’mores კოლექციის სამი პაკეტის მოგების შანსიც აქვთ, თუ ისინი Pepsi–ს Instagram-ზე ან Twitter გაჰყვებიან, შემდეგ კი სურათს ან აღწერას გამოაქვეყნებენ, თუ როგორია მათი S’mores, ჰეშთეგებით: #PepsiSmores #Sweepstakes.
ამასთან, Pepsi ახალი კოლექცია მანამდე არსებულ მსგავს შეზღუდული გამოშვების მქონე არომატებს მოჰყვება. ეს კი მომხმარებელთა ჩართულობისა და Pepsi-ს, როგორც ინოვაციური გამაგრილებელი სასმლის ბრენდის რეპუტაციას ზრდის. აღნიშნული საკითხი ბოლო დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანიც ხდება, რადგან ახალგაზრდები შაქრიანი სასმელების უფრო ჯანსაღ ალტერნატივებს ეძებენ. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ, როგორი კონკურენტი აღმოჩნდება Pepsi S’mores Coca-Cola Marshmello-სთვის…