in

Pepsi-მ შაკილ ო’ნილის ფეხსაცმელში ქილა მოათავსა

ვინც მოდის სამყაროს აქტიურად ადევნებს თვალს, პეპსის ‘SNEAK’er-ზე პირველი, ალბათ, ჰეილი ბიბერის გლოსის მქონე ტელეფონის ჩასადები გაახსენდება… თუმცა ამჯერად პეპსიზე უნდა მოგიყვეთ — კალათბურთის ლეგენდა შაკილ ო’ნილთან გაერთიანდნენ, თანამშრომლობას Reebok-იც შეუერთდა და Pepsi ‘SNEAK’er შესთავაზეს მომხმარებლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მფლობელებს უკვე აქვთ პეპსის ქილის ჩასადები.

BOG
BOG

„მართალია, Pepsi Mini Cans საკმაოდ პატარაა იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯიბეში ჩაეტიოს, მაგრამ შაკილი ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომელსაც საკმარისად დიდი ფეხი აქვს იმისათვის, რომ ერთ-ერთი კომფორტულად მოათავსოს ფეხსაცმლის ძირში. ასე რომ, მოუთმენლად ველოდებით მომხმარებლებს, რომლებიც ხელსა და ფეხს შეახებენ ამ თანამშრომლობას“, — განმარტავს ტოდ კაპლანი, Pepsi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

მათი თანამშრომლობა პირველად 1992 წელს შედგა, ახლა კი კვლავ NBA All-Star Weekend-ისთვის ერთიანდებიან. ფეხსაცმლის ძირს ისე ქმნიან, რომ მასში პეპსის მინი ქილა კარგად მოთავსდეს. თუმცა Reebok-ის საკულტო PUMP ახლა Pepsi Globe-მა ჩაანაცვლა, ფერთა პალიტრა კი კლასიკური პეპსის ცისფერსა და შავს ეხმიანება.

„პეპსი ყოველთვის იყო ჩემი კარიერის ძირითადი ნაწილი იმ მომენტიდან, როცა NBA-ს შევუერთდი. ჩვენი პარტნიორობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს — ყოველთვის აქ ვართ, რათა გავერთოთ, ვიმუშაოთ ინოვაციებისთვის და შემოვიტანოთ ხმაური. ახლა კი ვიცი, რომ აღარასდროს მომიწევს Pepsi Mini Cans-ის გარეშე ყოფნა“, — აცხადებს ო’ნილი, Reebok-ის კალათბურთის პრეზიდენტი.

„მჯერა, ევროპაკონცერტის შემდეგ საქართველო უფრო ახლოს იქნება ევროპასთან და ევროპა საქართველოსთან” – გიორგი რამიშვილი

კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, კარიერული გეზის შეცვლამდე