in

რა კავშირი აქვს პეპსის წარმატების ისტორიებს მუსიკასთან

ყველა დიდი ბრენდის უკან წარმატების დიდი ისტორია დგას. არ შეიძლება იქცე მსოფლიო გიგანტად უცებ, ერთ დღეში. ასეთი კომპანიები იწყებენ, რისკავენ, შეცდომებს უშვებენ, რომლებზეც სწავლობენ, შეიძლება მარცხიც განიცადონ, მაგრამ არ დანებდნენ და გააგრძელონ თავიანთი საქმე. ეს არის გზა, რომელიც თავგადასავლებითაა სავსე და რაღაც დროს დგება გარდამტეხი მომენტი, როცა ფორტუნა მათთვის გაისვრის ხოლმე.

ასეთი ისტორია აქვს ყველასთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ Pepsi-საც, რომლის ბრენდული სახელწოდებაც PepsiCo-ა.

ის 120 წელზე მეტია, რაც მსოფლიო ბაზარზეა. თუმცა თავდაპირველად დაარსდა, როგორც პატარა აფთიაქი აშშ-ში. ხედავთ, შესავალში რას გეუბნებოდით? ამბის პირველივე წინადადება განსაკუთრებულად იწყება…

მისი დამაარსებელი იყო ამერიკელი ფარმაცევტი, კალებ ბრედჰემი. სწორედ მას ეკუთვნის პეპსის რეცეპტის ორიგინალი. აფთიაქი, რომელიც მან გახსნა, ყველა სხვა ფარმაცევტული ობიექტისგან იმით გამოირჩეოდა, რომ კალები აქ წამლებთან ერთად ყიდდა სასმელს Brad’s drink, რომელიც შეიცავდა ლიმონს, შაქარს, კარამელს, კოლას თხილს, წყალს და სხვა ინგრედიენტებს. სასმელი მოწონებას იმსახურებდა მყიდველებში, ამიტომ კალებმა მისი პატენტი დაარეგისტრირა 1903 წელს. იმავე წელს კალებმა გამოაქვეყნა სასმლის რეკლამა, რომელსაც აქვს გამამხნევებელი ეფექტი და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. რეკლამამ იმუშავა და 7,968 გალონი პეპსი გაიყიდა. 

1910 წლის ბოლოს პეპსი პოპულარული გახდა და პეპსი-კოლამ გაყიდვები დაიწყო ამერიკის 24 ცალკეულ შტატში. მისით დაინტერესდა ცნობილი ავტომრბოლელი, ბარნი ოლდფილდი. თავის მხრივ, პეპსიმაც დაინახა პერსპექტივა ცნობად ადამიანთან ურთიერთობაში და მათ პარტნიორობას მოაწერეს ხელი.

დაცემა

წარმატებას თითქოს წარმატება მოსდევდა, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს ყველაფერი უკუღმა წავიდა. შაქრის ფასები ძალიან გაიზარდა და მთელ სექტორში ცვლილებები გამოიწვია. კალებმა გადაწყვიტა, რომ მოეგროვებინა რაც შეიძლება მეტი შაქარი და შეენახა, რადგან თვლიდა, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა. დიდი დრო არ გასულა, რომ მისი საწარმო გაკოტრდა. 1923 წელს პეპსი გაჩერდა. 

გზა აღორძინებისკენ

ჩარლზ გ.გუთმა პეპსის რეცეპტი შეიძინა და გახსნა კომპანია 1931 წელს. გუთმა ბევრი იმუშავა პეპსის წარმატების ისტორიის შესაქმნელად. მართალია, ჰქონდა ჩავარდნები, რომლის დროსაც ისეთი სასოწარკვეთილი იყო, რომ Coca-Cola-საც კი შესთავაზა კომპანიის ყიდვა, მაგრამ მისმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს შეთავაზებაზე. 

თუმცა კომპანია მაინც არ ჩერდებოდა. პეპსიმ გადაწყვიტა, შეექმნა სიმღერა, რომელიც რეკლამის სახით რადიოში გაეშვებოდა. დაიწერა მხიარული მელოდია, მარტივი, ჩამთრევი ტექსტით და სიმღერა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 55 ენაზე ითარგმნა, ხოლო პეპსიზე მოთხოვნა გაიზარდა და გაიზარდა. 

კომპანია არ გაჩერდა და დაიწყო ცნობილი ადამიანების გამოყენება რეკლამისთვის. მსახიობი ჯოან კროუფორდი მასობრივ შეხვედრებზე პეპსის ბოთლით დადიოდა და სვამდა, რამაც ასევე მიიქცია ბევრის ყურადღება და პროდუქტი მოთხოვნადად აქცია. 

ამის შემდეგ პეპსიმ დაიწყო პარტნიორობა სხვადასხვა კომპანიასთან. გაარღვია ამერიკის საზღვრები და გავიდა სხვა ქვეყნებზე. 

1984 წელს ბრენდის სახედ მაიკლ ჩექსონი იქცა, რის შემდეგაც პეპსის ჩავარდნა აღარ ჰქონია. ის შეიყვარა მსოფლიომ და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდთა სიაში მოაქცია. კომპანიის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ ის მუდმივად რჩება კონტაქტში განვითარებად ტენდენციებთან, ცხოვრების სტილთან და სთავაზობს მომხმარებელს გემოვნებასა და კომფორტს, რომელიც მას სურს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

BTU მსოფლიო ბესტსელერს „Strategic Market Management“ ქართულად გამოსცემს!

CALEN AI – „ქართული ჭკვიანი AI ასისტენტი ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და დიალოგების დიზაინის შესწავლის გარეშე!“