კომპანია Pepsi ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატისთვის მზადაა. სპეციალურად “Super Bowl 2019“-ისთვის გადაღებული ერთ-ერთი ვიდეორგოლის რამდენიმე ტიზერი უკვე გავრცელდა. კომპანიამ, წელს, არჩევანი ჰოლივუდის მსახიობებსა და მომღერლებზე შეაჩერა. პირველი ვინც გამოჩნდა, გრემის მფლობელი, ამერიკელი რეპერი ლილ ჯონი იყო.
შემდეგ, ამავე რგოლში, რეპერისა და ტელეწამყვანის, Cardi B-ის მონაწილეობა დადასტურდა.
ბოლოს კი გაირკვა, რომ ვიდეოს მესამე გმირი ჰოლივუდის მსახიობი სტივ ქარელია.
https://www.youtube.com/watch?v=JKFTYpM6ewA
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – „პეპსი“, Super Bowl LIII-ზე, (იგივე „სუპერ თასი“) კიდევ ორ, 30 წამიან ვიდეორგოლს წარადგენს.
წელს, ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი, ანუ Super Bowl LIII, 3 თებერვალს დაიწყება.











