in

Pepsi ათწლეულის შემდეგ Super Bowl Halftime-ს ტოვებს

veon
veon

გასული ათწლეულის განმავლობაში Pepsi გახდა Super Bowl Halftime შოუს სინონიმი და 10-წლიანი ექსტრავაგანტური და საკულტო შოუს შემდეგ, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები ერთნაირად ელიან, კომპანია ამ კავშირს ასრულებს.

„პეპსიმ“ არაერთ დიდ ვარსკვლავს უმასპინძლა, მათ შორის პრინცი, მაიკლ ჯექსონი, ბიონსე, პოლი. მაკარტნი, ბრიუს სპრინგსტინი, აეროსმიტი, ლედი გაგა, ჯანეტ ჯექსონი და ჯასტინ ტიმბერლეიკი. ასევე, შოუებმა პოპ კულტურის მრავალი საკულტო მომენტი წარმოქმნა, რომელიც თაობების განმავლობაში დარჩება ისტორიას… არტისტები მუდმივად ცდილობდნენ თავიანთი როლი შეესრულებინათ და ეს არასოდეს განიხილებოდა როგორც მხოლოდ შოუ, არამედ როგორც სპექტაკლი, რომელსაც ხალხი ყოველწლიურად ელოდა.

ამასთან, NFL-მა გამოაცხადა, რომ ახალ სპონსორებს ეძებს. შესაბამისად, ეს სამწუხარო სიახლე არც ისე გასაკვირია. თუმცა უშუალოდ პროცესი, სავარაუდოდ, მაინც ყველასთვის გულდასაწყვეტი იქნება, რადგან უმეტესობა „პეპსის“ ცნობილი ლოგოს და სახელწოდების ნახვას არის მიჩვეული.

როგორც Pepsi-მ განაცხადა, მისი წასვლა გამოწვეული იყო ციფრული მოხმარებისა და სტრიმინგის მუდმივად მზარდი ტენდენციების მიყოლის სურვილით, ასევე მაუწყებლობის შემცირებით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პეპსი სრულად არ ტოვებს Super Bowl-ს და გააგრძელებს NFL Draft-ის და სხვა მოთამაშეთა ჯილდოების სპონსორობას.

90-იანი წლების ნოსტალგიური საღამო Coolio-სთან და Ottawan-თან ერთად

3 გზა, რომელიც მარკეტერებს მომხმარებლის ნდობის მოპოვებაში დაეხმარება