Pepsi-მ სუპერთასის 56-ე შოუსთვის რეკლამის თრეილერი გამოუშვა. ამჯერად, თქვენ ხუთ სუპერვარსკვლავს ნახავთ, რომლებიც ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის, „სუპერთასის“, საყურებლად მიდიან. თრეილერში „ზარი” F. Gary Gray, Dr. Dre, Snoop Dogg, Eminem, Mary J. Blige და Kendrick Lamar მონაწილეობენ. აქვე მოისმენთ ჰიტებს, როგორებიცაა, „Rap God”, „The Next Episode“, „Family Affair“, „HUMBLE“, „Still D.R.E“ და „California Love“.
სუპერვარსკვლავებს მისდით შეტყობინება, რის შემდეგაც ყველაფრის კეთებას თავს ანებებენ და მიდიან. პირველივე კადრში ვხედავთ Eminem-ს, რომელიც თითქოს Slim Shady-ს ეჯიბრება, თუმცა, როგორც კი დაურეკავენ, თვითმფრინავით მიემგზავრება.
შემდეგ, დაინახავთ Snoop Dogg-ს, ის მანქანაში საკუთარ სიმღერაზე ცეკვავს, შეტყობინების მისვლის შემდეგ კი, სწრაფად მიდის. მომდევნო კადრებში Mary J. Blige-ს, Kendrick Lamar-სა და Dr. Dre-ს შეხვდებით. ისინი კალიფორნიაში, კონკრეტულად კი SoFi-ს სტადიონთან იკრიბებიან. ადგილზე, სადაც 2022 წლის სუპერთასი იმართება. თუ რა მოხდება შემდეგ, ამის ნახვას „სუპერთასზე“ შეძლებთ.
თრეილერზე სცენარის ავტორმა ადამ ბლექსტოუნმა და რეჟისორმა გერი გრეიმ იმუშავეს.
ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი Super Bowl LVI 2022 წლის 13 თებერვალს გაიმართება.