8
Aug
2019

ორი ყლუპი – ერთი გადაწყვეტილება! – გემოს გამოწვევის კამპანია პეპსისგან

8 Aug 2019

უკვე 45 წელია, აშშ-ის დიდ სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, პეპსი გემოს გამოსაცნობად იწვევს მოხალისეებს. ეს კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციის ნაწილია. თამაშის პრინციპი ასეთია: ორი ჭიქიდან, რომელთა შორისაც, ერთში სხვა კოლა ასხია, მეორეში – პეპსი. მოხალისემ, ბრმა დაგემოვნების პრინციპით, უნდა დაასახელოს, რომელი გემო მოეწონა. შედეგების მიხედვით, პეპსის ამერიკელთა უფრო დიდი ნაწილი ირჩევს. საქართველოში გემოს გამოწვევას პეპსი უკვე მესამე წელია ატარებს. კამპანია უკვე დაწყებულია თბილისში, მთავრდება 11 აგვისტოს, ხოლო ამავე თვის შუა რიცხვებიდან კი გამოწვევაში ბათუმიც ჩაერთვება. ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებულ სტენდებთან პეპსი 13:30 საათიდან 21:00 საათამდე ნებისმიერ მსურველს ეპატიჟება. ინფორმაცია, ლოკაციების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ, Pepsi Georgia-ს ფეისბუკ გვერდზე. ყველას შეუძლია ესტუმროს სტენდებს და მიიღოს გემოს გამოწვევა. 2018 წლის მაჩვენებლით, კამპანიაში მონაწილეთა 57%-მა პეპსი აირჩია.

წლევანდელ გამოწვევასთან დაკავშირებით, მომხმარებელთა გასახალისებლად, ჯგუფმა Showtime შექმნა სიმღერა და ვიდეოკლიპიც გამოუშვა. ზაფხული ჯერ კიდევ წინაა და გემოს გამოწვევაც მის მონაწილეებს ელის. ვნახოთ, წელს რამდენი პროცენტი აირჩევს პეპსის.

 

 

 

[R]

განხილვა