Pepsi-ის The Sweetest-ის კამპანია ინოვაციურ ახალ AI ხელსაწყოზეა ორიენტირებული, რომელსაც სიტკბოს განსაზღვრა შეუძლია. ეს AI ხელსაწყო პეპსის შექმნილია და მეცნიერებასა თუ ხელოვნურ ინტელექტს სწორედ აღნიშნული მიზნის გამო მიმართავს. ოღონდ მხოლოდ პროდუქტების სიტკბოს კი არ ადგენს, ადამიანების, ცხოველების, საგნებისა და სხვადასხვა აბსტრაქტული ობიექტებისაც, მათ შორის ბებიისგან მიღებული თბილი წერილის სიტკბოს დონესაც განსაზღვრავს…
ამგვარად, AI ტექნოლოგიის უნიკალური კომბინაციის გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია, დაადგინოს და შეაფასოს, რამდენად ტკბილია ობიექტი, მათ შორის პეპსის ორი ახალი უშაქრო გემოც. ეს უკანასკნელი კი შემდეგ კითხვას სცემს პასუხს: რაში სჭირდება პეპსის AI ინსტრუმენტი სიტკბოს დასადგენად?!
„გვინდოდა, შეგვექმნა რაღაც პროდუქტივით ტკბილი, მაგრამ ასევე მაგარი და კულტურულად რელევანტური. სწორედ ამიტომ მივმართეთ მეცნიერების სერიოზულობასა და ხელოვნურ ინტელექტს ტკბილი და ზოგჯერ ტრივიალური თემებით — და ამ ექსპერიმენტმა შექმნა შესანიშნავი აბსურდულობის საოცარი დოზა, რათა გადმოვცეთ არომატები სრულიად მოულოდნელი გზით“, — აცხადებს მეთიუ უოტსონი, PepsiCo-დან.
AI მოდელებს, სურათების ამოცნობისა და მონაცემთა ანალიზს იყენებს, რათა ვიღაცის ან რაღაცის სიტკბოს დონე განსაზღვროს, თუმცა პროცესში ტრადიციულ ფიზიკურ ფაქტორებსაც ითვალისწინებს, იქნება ეს ფერი, სირბილე თუ სხვა რამ.
„ბედნიერები ვართ, რომ პირველი კომპიუტერული სისტემის ნაწილი ვართ, რომელიც სიტკბოს დასადგენად შეიქმნა. ამ AI სისტემით ნამდვილად კარგად გავიაზრეთ სიტკბო სხვადასხვა დონეზე. რა ხდის რაღაცას ტკბილს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით? ამის გასაგებად შევქმენით სისტემა, რომელიც აკვირდება ყველაფერს დაწყებული ფერით და დამთავრებული იმით, თუ რას ფიქრობენ ადამიანები მასზე“, — ამბობენ Smooth Technology-ში.
ამ ამბავს კი პეპსი სხვადასხვა ფორმატში გვაცნობს. ვხედავთ პოსტერებს, წარწერებით: 1% sweeter than a Pomeranian puppy; 8% sweeter than this cute potato; Almost as sweet as a text from your grandma… და აქვე ვიდეოსაც ვეცნობით: